მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ცესკო საერთაშორისო საარჩევნო ჯილდოს მფლობელია - 08 დეკემბერი 2016

ufleba.ge

საარჩევნო ადმინისტრაცია საერთაშორისო საარჩევნო ჯილდოს მფლობელი კიდევ ერთხელ გახდაცესკო საარჩევნო საკითხთა მე-13 საერთაშორისო სიმპოზიუმზე წარდგენილ ორ ნომინაციაში - „უმცირესობების ჩართულობადა  „მოქალაქეების ჩართულობაფინალისტთა შორის იყო და გამარჯვებაუმცირესობების ჩართულობის“  ნომინაციაში მოიპოვა. საერთაშორისო  საარჩევნო ჯილდო ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას გადაეცა.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია  ლიდერად დასახელდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული საარჩევნო გარემოს შექმნაში. აღნიშნულ ნომინაციაში ფინალისტთა შორის ასევე იყვნენ - კამერუნისა და ფილიპინების საარჩევნო ადმინისტრაციები. რაც შეეხება  ნომინაციას, „მოქალაქეების ჩართულობა“ , საქართველოსთან ერთად ფინალისტთა შორის ინდოეთის, ალბანეთისა და შრი ლანკას საარჩევნო კომისიები მოხვდნენ.

საერთაშორისო საარჩევნო დაჯილდოების ცერემონია, უკვე რამდენიმე წელია  საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) ორგანიზებით, საერთაშორისო საარჩევნო სიმპოზიუმის ფარგლებში იმართება. რიგით მეცამეტე  სიმპოზიუმზე, რომელიც მოზამბიკის რესპუბლიკაში გაიმართა, თამარ ჟვანიამ კონფერენციაშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც ამომრჩეველთათვის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შეთავაზებულ სერვისებსა და ინოვაციურ პროექტებზე ისაუბრა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა ცესკოს სწავლების ცენტრის დირექტორი, ნათია ზაალიშვილი.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო  საარჩევნო ჯილდოს მფლობელი საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია წელს უკვე მესამედ გახდა. პირველი ჯილდო ცესკოს სწავლების ცენტრმა ნომინაციაში - ”პირველი ამომრჩეველი”, 2013 წელს მოიპოვა. 2015 წელს კი საარჩევნო ადმინისტრაცია „არჩევნების მართვის“ ნომინაციაში გახდა გამარჯვებული.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია