მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საია-ს დახმარებით პირის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე საქმის წარმოება შეწყდა - 29 დეკემბერი 2016

ufleba.ge

საია- თბილისის ოფისი თბილისის საქალაქო სასამართლოში იცავდა ..- ინტერესებს, რომელიც პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166- და 173- მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის გამო, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის თანამშრომლებისთვის შეურაცხყოფის მიყენებას.

პოლიციის თანამშრომლების მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის თანახმად, დაკავებული ხალხმრავალ ადგილას იგინებოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც მათ მოუწოდეს გინების შეწყვეტისკენ, დაკავებულმა პოლიციის თანამშრომლებსაც მიაყენა შეურაცხყოფა.

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ პოლიციის მიერ არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ დაადასტურებდა პირის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, ხოლო ოქმის შემდგენლების მიერ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებები კი ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცებულებათა არარსებობის გამო, სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  საქმეზე შეწყვიტა წარმოება.

სასამართლოს დადგენილება არ გასაჩივრებულა კანონით დადგენილ ვადაში და შესაბამისად, იგი შევიდა კანონიერ ძალაში“, - აღნიშნულია საიას განცხადებაში. 

 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE