მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ხელისუფლება მოსახლეობის გაღარიბების პროცესს აგრძელებს“ - 07 თებერვალი 2017

ufleba.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო მასობრივად ამოწმებს სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რის საფუძველზეც მათ დახმარება უჩერდებათ.

საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობის გაღარიბების პროცესს აგრძელებს. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტომ 2015 წლის ივნისში სოციალურად დაუცველთა გადამოწმების ახალი მეთოდოლოგია მიიღო, რომლის საფუძველზეც შეიცვალა კრიტერიუმები. 2016 წლის არჩევნებამდე, ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცადა ეს მეთოდოლოგია არ გამოეყენებინა, რაც პოლიტიკური ინტერესებით იყო განპირობებული. თუმცა, ეს პროცესი ბოლო დღეებში აქტიურ ფაზაში შევიდა და სოციალური აგენტები სოფლებსა და ქალაქებს შეესივნენსადაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მასიური გადამოწმება დაიწყესშესაბამისად, ოჯახებს, სადაც სოციალური აგენტები შევიდნენდახმარება შეუჩერდათ. ამ ოჯახების 90% კი განწირულია იმისთვის, რომ მათ დახმარება არ აღუდგებათ.

ხელისუფლებამ საბოლოოდ გაწირა მოსახლეობა,  ის ადმიანები, რომლებიც ამ დახმარებაზე არიან ადამოკიდებული“, - აცხადებს ბოტკოველი. 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია