მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
არჩილ თალაკვაძე: სახეზეა გვარამია-ახვლედიანის სავარაუდო კორუფციული გარიგების მატერიალური მტკიცებულებები - 14 თებერვალი 2017

ნიკა გვარამია 15 საათზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს

ufleba.ge 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ფარული აუდიო ჩანაწერის ავთენტურობის დადასტურებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ სახეზეა გვარამია-ახვლედიანის სავარაუდო კორუფციული გარიგების მატერიალური მტკიცებულებები და უნდა ჩატარდეს სწრაფი და ეფექტური გამოძიება.

დღეს, როდესაც უკვე სახეზეა გვარამია-ახვლედიანის სავარაუდო კორუფციული გარიგების მატერიალური მტკიცებულებები, საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს ამ ფაქტის სამართლებრივი შეფასება და ბრალეული პირების გამოსავლენად ჩაატაროს სწრაფი და ეფექტური გამოძიება. სასამართლო უნდა იყოს დაცული ნებისმიერი ჩარევისგან. ამ ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება არის იმის წინაპირობა და გარანტია, რომ ჩვენი საზოგადოება მომავალში, კორუფციული გარიგებების მოწმე აღარ გახდება“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ბრიფინგზე გვარამია-ახვლედიანის ფარული აუდიო ჩანაწერის დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას მტკიცებით ჩანაწერი დამონტაჟებული იყო.

საზოგადოებას შევახსენებ, რომ საუბარიარუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ბატონ მამუკა ახვლედიანს შორის გამართულ შეხვედრაზე, რომელიც თვითონ გვარამიამ ჩაიწერა ფარულად და რომლის დროსაც, ეს უკანასკნელი, სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს სკანდალით გადადგომის სანაცვლოდ მილიონებს სთავაზობდა ქრთამის სახით. შეგახსენებთ, აგრეთვე, რომ გვარამია ნაწილობრივ აღიარებდა ჩანაწერის ავთენტურობას, მხოლოდ ამტკიცებდა, რომ ეს ჩანაწერი დამონტაჟებული იყო“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, დასკვნის თანახმად, სადაც დასტურდება, რომ ჩანაწერი ავთენტური და დაუმონტაჟებელია, იკვეთება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ნიკა გვარამია უხეშად ერეოდა სასამართლოს საქმიანობაში. საპარლამენტო უმრავლესობსი ლიდერის განცხადებით, მას შემდეგ რა შეკითხვებს პასუხები გაეცა ნაციონალურ მოძრაობამ და ნიკა გვარამიამ დაგეგმეს და განახორციელეს საჯარო პროვოკაციები. „და სწორედ ახლა, როცა შეკითხვებს გაეცა დამაჯერებელი პასუხი, ნათელი ხდება ამ პოლიტიკური ისტერიის რეალური მიზეზებიც, რასაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ვაკვირდებითნაციონალური მოძრაობისმხრიდან.

ცხადია, რომ მას შემდეგ, რაც გახმაურდარუსთავი-2“-ის საქმესთან დაკავშირებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, ალავიძისა და ქათამაძის საქმეებზე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან სავარაუდო ზეწოლისა და მათი მოსყიდვის მცდელობის ფაქტები, ნაციონალურ მოძრაობას და ნიკა გვარამიას, სხვა არაფერი დარჩენოდათ, თუ არა, დაეგეგმათ და პოლიტიკურ სატელიტებთან ერთად განეხორციელებინათ საჯარო პროვოკაციების სერია უზენაეს სასამართლოსთან და მერიასთან. მანამდე კი, ეწარმოებინათ ცილისმწამებლური კამპანია მოსამართლეების მიმართ, რომლებზეც ზეგავლენა სავარაუდოდ ვერ მოახდინეს თვითონ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, იმედი გამოთქვა, რომ სწრაფად იქნება გამოძიებული აქვს თუ არ ადგილი მოსამართლე ახვლედიანის მხრიდან უკანონოდ მიღებული მილიონიანი ქონების ლეგალიზაციას.

იმედი მაქვს, რომ სწრაფად იქნება გამოძიებული, აქვს თუ არ ადგილი რეალურად მოსამართლე ახვლედიანის მხრიდან უკანონოდ მიღებული მილიონიანი ქონებისუტიფარილეგალიზაციის შემთხვევას ვინაიდან, თანხები, რომელიც მის განკარგულებაში იყო, მოსამართლის 120 წლის ჯამური ხელფასია.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ შედგეს კორუფციისგან და პოლიტიკური გავლენებისგან სრულიად დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

რუსთავი2-ის ინფორმაციით, სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურ პოლიციაში დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად მივა.

რუსთავი2-ის გენერალურ დირექტორს მოწმის სტატუსით დაკითხავენ, თუმცა  ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ნიკა გვარამიას სტატუსი შეიცვალოს.

დიმიტრი საძაგლიშვილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ საქმესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მმართველი გუნდი აპელირებას გვარამიას მიერ მოქმედი მოსამართლისთვის ქრთამის შეთავაზებაზე აკეთებს.

საძაგლიშვილი ამბობს, რომ შს სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთება არასერიოზულია.

„ბოლო პერიოდში უმრავლესობის წარმომადგენელთა მხრიდან და ხელისუფლების  წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებული განცხადებები გვარამიასა და ახვლედიანს შორის შემდგარ საუბართან დაკავშირებით მიუთითებდა იმაზე, რომ ხელისუფლება გარკვეულწილად ამზადებდა საქმის განვითარებას სწორედ ამ მიმართულებით.

ჩვენთვის უცნობია ამ ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი და შესაბამისად, არ ვიცი დეტალურად, რა არის მითითებული და რა არის საერთოდ დადგენილი.

დღეს უმრავლესობის ლიდერმა გააკეთა განცხადება და მისთვის ან ცნობილია, ან მხოლოდ შს სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლის  განცხადებაზე დაყრდნობით განმარტა, რომ, თურმე, გვარამიას ქრთამი აქვს შეთავაზებული და, შესაბამისად, ის პასუხისგებაში უნდა მიეცეს. რა თქმა უნდა, ასეთ საფუძველზე ამ განცხადების გაკეთება არასერიოზულია,“ -განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

გვარამიას ბრიფინგი 15 საათზეა ჩანიშნული. ბრიფინგი რუსთავი2-ის შენობაში გაიმართება. ინფორმაციას ტელეკომპანია ავრცელებს.  

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია