მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საია პატიმრობის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს პოზიტიურად აფასებს - 21 თებერვალი 2017

ufleba.ge

საია პოზიტიურად აფასებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ავტორობით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს და თვლის, რომ შემოთავაზებული ცვლილებები უდავოდ წარმოადგენს წინ გადადგმულ ნაბიჯს პენიტენციური სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესების თვალსაზრისით.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ისეთი საკითხები, როგორიცაა - გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა, უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა, დისციპლინური პატიმრობის ვადის შემცირება და სხვა.

თუმცა, პოზიტიური ცვლილებების პარალელურად, ვფიქრობთ, საკანონმდებლო პაკეტში გათვალისწინებული რიგი საკითხები საჭიროებს დამატებით დისკუსიას.

ასეთ საკითხთა შორის აღსანიშნავია - ავადმყოფობის გამო სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლება, უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის გადასინჯვა, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმოწერა, საცხოვრებელი პირობების ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობა, სატელეფონო საუბარი, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პირობები, ხანგრძლივი პაემანის უფლება და სხვა.

საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწის ხელშეწყობის მიზნით საია საკუთარ მოსაზრებებს საქართველოს პარლამენტს წარუდგენს.

იმედს ვიტოვებთ ქვემოთ მოყვანილი საკითხები გათვალისწინებული იქნება, როგორც საკანონმდებლო პაკეტის ავტორისა და ინიციატორის, ასევე საქართველოს პარლამენტის მიერ“, - აღნიშნულია საიას მიმართვაში.

ვრცლად იხილეთ ბმულზე:

https://www.gyla.ge/ge/post/saia-patimrobis-kodeqsshi-dagegmil-cvlilebebs-afasebs

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE