მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„მედიატორი“: ჩინოვნიკების მადას ბოლო არ უჩანს - 22 თებერვალი 2017

„საკანონმდებლო დონეზე ჩანაწერის გაკეთება უნდა მოხდეს და უაპელაციოდ და უმიზეზოდ პრემია დანამატის გამოწერა, როგორც საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა კანონით ისჯებოდეს“

ufleba.ge

სამოქალაქო პლატფორმაახალი საქართველოდა / მონიტორინგის ცენტრიმედიატორიაგრძელებენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებსა  თუ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის, მათ შორის გაწეული ხარჯების შესწავლას. ამ პროცესში ბევრი ლეგიტიმური კითხვა წარმოიშობა, რაზეც შესაბამისი პასუხები კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გასცენ. ორგანიზაციების ბოლო კვლევების საინტერესო შედეგებს გთავაზობთ.

მარიამ ქელბაქიანი, მონიტორინგის ცენტრიმედიატორისწარმომადგენელი:

- ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებში მხოლოდ დეკემბრის თვეში  გაცემული პრემია-დანამატი, ჯამში 822 ათას ლარს აჭარბებს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, 231 ათას 556 ლარის პრემია, ხოლო 182 ათას 748 ლარის დანამატი გაიცა. საერთო ჯამში, უწყებაში პრემია-დანამატის რაოდენობამ 414 ათას 304 ლარი შეადგინა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში, 312 ათას 450 ლარის პრემია, ხოლო 95 ათას 698 ლარის დანამატი გაიცა. საერთო ჯამში, უწყებაში პრემია-დანამატის რაოდენობამ 408 ათას 148 ლარი შეადგინა.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში მხოლოდ დეკემბრის თვეში შრომის ანაზრაურებამ 264 ათას 040 ლარი შეადგინა. უწყებაში 88 ათას 840 ლარის პრემია გაიცა, ხოლო 72 ათას 661 ლარის დანამატი. პრემია- დანამატის ჯამმა სულ 161 ათას 501 ლარი შეადგინა.

კახა კალაძის სამმა მოადგილემ, მარინა ვალიშვილმა, ილია ელოშვილმა და ირაკლი ხმალაძემ, საახალწლოდ ჯამში 24 ათას 660 ლარი მიიღეს, საიდანაც დანამატი 16 ათას 500 ლარია. ეს იმ ფონზე, როდესაც მათ, ფაქტობრივად, ჩააგდესგაზპრომთანმოლაპარაკება და მიიღეს ხელშეკრულება, რომელმაც დააზიანა ქვეყნის ენერგოსექტორი, ეკონომიკა და ინტერესები.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მხოლოდ დეკემბრის თვეში 149 ათას 430 ლარის პრემია, ხოლო 61 ათას 210 ლარის დანამატი გაიცა. საერთო ჯამში, უწყებაში პრემია-დანამატის რაოდენობამ 210 ათას 640 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ დეკემბრის თვეში გაცემული დანამატი, ძირითადად მოდის მაღალი თანამდებობის პირებზე. მაგალითად, 61 ათას 210 ლარიდან, მინისტრს, მის მოადგილეებს, სამმართველოს უფროსებს, დეპარტამენტის უფროსებს და მათ მოადგილეებს აღებული აქვთ 56 ათას 535 ლარი და მხოლოდ 4 ათას 675 ლარია გადანაწილებული დანარჩენ თანამშრომლებზე.

ამ ადამიანებს, არანაირი ინფრასტრუქტურული პროექტები არ განუხორციელებიათ, მით უმეტეს, დეკემბრის თვეში და რის საფუძველძე აიღეს პრემია-დანამატი, ჩვენთვის გაუგებარია. ეჭვი გვაქვს, მინისტრმა, მაღალი თანამდებობის პირებს წინა საახალწლოდ საჩუქრის სახით დაურიგა ეს პრემია-დანამატი.

ჩვენი კვლევის თანახმად, დეკემბრის თვეში პრემია დანამატის სახით მხოლოდ 5 სამინისტროში გაცემულია 1 მილიონ 400 ათას 333 ლარი. ეს სამინისტროებია: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსები დაცვის სამინისტრო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

აქვე გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას ხუთი სამინისტროს შესახებ.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსები დაცვის სამინისტრო

პრემია: 186 780

დანამატი: 88 820

პრემია-დანამატი: 275 600

განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრემია: 359 574

დანამატი: 31 350

პრემია-დანამატი: 390 924

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

პრემია: 188 865

დანამატი: 101 928

პრემია-დანამატი: 290 793

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

პრემია: 220 740

დანამატი: 112 195

პრემია-დანამატი: 332 935

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

პრემია: 68 244

დანამატი: 41 837

პრემია-დანამატი: 110 081

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ განათლების სამინისტროში პრემია-დანამატი 110 ათას 081 ლარი, არის მხოლოდ  მაღალი თანამდებობის პირებზე გაცემული. მთლიანი ოდენობა უწყებაში გაცემული პრემია-დანამატის შესახებ, მათ არ მოუწოდებიათ

უკანასკნელ წლებში, კვლევებიდან ჩანს, რომ არ არსებობს პრემია-დანამატების    გაცემის შესახებ რეგულაციები. მიუხედავად მთავრების დეკლარირებული ქამრების შემოჭერის პოლიტიკისა, ეს კვლევა ცხადყოფს, რომ არ უჩანს ბოლო ჩინოვნიკების მადას და მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობისა, თანამდებობის პირები არ იკლებენ პრემია-დანამატებს.

მონიტორინგის ცენტრმედიატორისკვლევის თანახმად, 9 თვის განმავლობაში პრემია დანამატის სახით მხოლოდ 7 სამინისტროში გაცემულია 52 მილიონ 257 ათას 845 ლარი. ეს სამინისტროებია: ენერგეტიკის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლების სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და დიასპორის სამინისტრო.

შვიდ სამინისტროში სამივლინებო და წარმომადგენლობით ხარჯმა შეადგინა 5 მილიონ 113 ათას 327 ლარი.

ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოდის ინიციატივით, რომელსაც უახლოეს მომავალში წარვადგენთ საქართველოს პარლამენტში. ამ მიმართულებით საკანონმდებლო დონეზე ჩანაწერის გაკეთება უნდა მოხდეს და უაპელაციოდ და უმიზეზოდ პრემია დანამატის გამოწერა, როგორც საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა კანონით ისჯებოდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივა ხისტია, ბოლო პერიოდმა გვანახა, რომ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ გვაქვს. მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევებისა, აუდიტის სამსახურის დასკვნებისა, მიუხედავად მთავრობის დეკლარირებული პოზიციისაფაქტია ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება. სხვა არაფერი დაგვრჩენია გარდა ხისტი საკანონმდებლო ინიციატივისა, რომელიც უზრუნველყოფს საკანონმდებლო დონეზე პრემია დანამატების-გაცემის გაცემას. აქვე გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას შვიდივე სამინისტროს შესახებ.

ენერგეტიკის სამინისტრო

პრემია: 116 250

დანამატი: 661 309

პრემია-დანამატი: 777 559

სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯი: 147 554

ინფრასტრუქტურის სამინისტრო

პრემია:  503 120

დანამატი:  598 313

პრემია-დანამატი: 1 101 433

სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯი:  60 478

ჯანდაცვის სამინისტრო

პრემია:  819 705

დანამატი: 267 055

პრემია-დანამატი: 1 086 760

სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯი: 145 478

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

პრემია:  -

დანამატი: -

პრემია-დანამატი: -

სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯი: 523 120

დიასპორის სამინისტრო

პრემია:  199 658

დანამატი: 27 100

პრემია-დანამატი: 266 758

სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯი: 169 465

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პრემია:  4 624 486

დანამატი: 42 421 861

პრემია-დანამატი: 47 046 347

სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯი: 4 067 232

განათლების სამინისტრო

221 შტატიან თანამშრომელზე

პრემია:  1 058 220

დანამატი: 457 254

პრემია-დანამატი:  1 515 474

სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯი:

120 უშტატო თანამშრომელი

ხელფასი: 1 297 342

პრემია: 463 514

ამასთან, გასული წლის 11 თვეში 22 სსიპ-ში პრემია-დანამატის სახით გაცემულია 34.608.088 ლარი, საიდანაც 18.446.121 დანამატია, ხოლო 16.161.967 ლარი პრემია.

მაგალითად, ფინანსთა სამინისტროს სამ სსიპ-ში 2016 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით შრომის ანაზღაურების მუხლიდან ჯამში გაცემულია 6.966.595 ლარი. უფრო კონკრეტულად: ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო - 3.086.103 ლარი, საფინანსო-ანალიტიკური სამსახური - 3.451.180 ლარი, ფინანსთა სამინისტროს აკადემია - 429.312 ლარი.

რაც შეეხება კიდევ ერთ სსიპ-, შემოსავლების სამსახურს, 2016 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, მხოლოდ პრემია-დანამატის სახით ჯამში გაცემულია 26.176.960 ლარი, საიდანაც 13.560.125 ლარი დანამატი, ხოლო 12.616.835 ლარი - პრემიაა. რაც შეეხება სარგოს, 11 თვეში ხელფასის სახით 38.240.743 ლარი გაიცა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ექვს სსიპ-ში 11 თვეში პრემია-დანამატის სახით გაცემულია 3.635.650 ლარი, საიდანაც დანამატი შეადგენს 3.193.651, ხოლო პრემია - 441.999 ლარს. როგორც საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, პრემია-დანამატის ჯამური თანხის 85% დანამატია, რაც ნიშნავს, რომ ძირითადი სარგებელი მიიღეს თანამდებობის პირებმა, რადგან რიგითი თანამშრომლები დანამატს არ იღებენ. პრემია-დანამატის გარდა, 2016 წლის 11 თვეში სამინისტროს ექვს სსიპ-ში გაცემულია 15.383.880 ლარის ხელფასი.

ენერგეტიკის სამინისტროს სსიპნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოში“ 2016 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით თანამდებობის პირებზე პრემია-დანამატის სახით გაცემულია 30.720 ლარი. რაც შეეხება ხელფასს, წლის ამ პერიოდში სახელმწიფო სააგენტოში კიდევ 452.040 ლარი აიღეს.

ჩვენ ასევე გამოვითხოვეთ ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან და აღმოჩნდა, რომ ამ უწყების ექვს სსიპ-ში გაცემულია 2.877.662 ლარის პრემია-დანამატი, საიდანაც დანამატი შეადგენს 1.661.624 ლარს, ხოლო პრემია - 1.216.038 ლარს (სამწუხაროდ, სამინისტროს ერთ-ერთმა სსიპ-მა, "საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ" არ მოგვაწოდა დეტალური ინფორმაცია და მხოლოდ პრემია-დანამატების ჯამური თანხა გვაცნობა - 1.353.812 ლარი). აქედან მხოლოდ ოთხი სსიპ-ის ხელფასმა 11 თვეში 26.604.201 ლარი შეადგინა. სამინისტროს სსიპ-ებმა არც უშტატო თანამშრომლებისთვის დაიშურეს თანხა და 11 თვეში ხელფასის სახით 662.136 ლარი გასცეს, ხოლო პრემიად - 711.711 ლარი.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხუთ სსიპ-ში გაცემულია 1.175.384 ლარის პრემია-დანამატი (აქედან 1.100 ლარი არის დანამატი, ხოლო პრემია - 1.174.284 ლარი). ხუთ სსიპ-ში ხელფასმა 2.531.587 ლარი შეადგინა. შტატგარეშე თანამშრომლებზე აქაც გაიცა ხელფასი 344.949 ლარის ოდენობით.

ზემოთ მოყვანილი მონაცემები მეტყველებს, რომ ქვეყანაში არსებული ფინანსური თუ ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, სამინისტროს სსიპ-ებში დასაქმებულ მაღალი თანამდებობის პირებს ნამდვილად არ უჭირთ. ამიტომაც არის საჭირო გამჭვირვალობა საბიუჯეტო სახსრების განკარგვისას.

გარდა პრემია-დანამატების გაცემის მავნებლური პრაქტიკისა, ზოგი სამინისტროს ფუნქციები აღრეულია მისსავე დაფუძნებულ სსიპ-ებთან.

რა საჭიროა იმავე ფუნქცია-მოვალეობებით დატვირთული სსიპ-, თუკი სამინისტრო და მას დაქვემდებარებული სამმართველო თუ განყოფილება ამ ფუნქციას ისედაც ასრულებს?

მაგალითად, განათლების სამინისტროს დამატებით შექმნილი აქვს ორი სსიპ- - „განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრიდამასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი“, რომლებზე დაკისრებული ფუნქციები თავისუფლად შეიძლება შეასრულოს ერთმა ორგანიზაციამ. თუ გავიხსენებთ 2016 წლის იანვარში გამართულ პედაგოგთა საატესტაციო გამოცდების შედეგებს, სადაც გამოცდაზე გასული 6 477 პრაქტიკოსი პედაგოგისგან 60%-იანი ბარიერი მხოლოდ 1101-მა გადალახა, ამ სსიპ-ების ეფექტიანობა საფუძვლიან ეჭვს ჰბადებს. მიგვაჩნია, რომ ეს სისტემური პრობლემაა და მისი მოგვარებისთვის გადასადგმელია ქმედითი ნაბიჯები.

თავის მხრივ, მონიტორინგის ცენტრმედიატორისთავჯდომარის მოადგილე დიმიტრი ბიძინაშვილი ასაჯაროებს ახალ კვლევას, რომელიც ეხება დავით ნარმანიას სარესტორნო ხარჯებს:

- 2016 წლის ივნისიდან, დღემდე თბილისის მერიის სარესტორნო და სასტუმროს მომსახურების ხარჯმა ნახევარ მილიონ ლარს გადააჭარბა და შეადგინა 513  318 ლარიიმ პრობლემების ფონზე, რაც დღეს დედაქალაქს აწუხებს, წარმოუდგენლად მიმაჩნია ასიათასობით ლარის ხარჯვა რესტორნებში.

მაგალითისთვის, დედაქალაქში ასეთი პრობლემებია:

1. საცობების პრობლემა, რომელიც აქილევსის ქუსლად გადაიქცა;

2. ავარიული შენობების პრობლემა, რომელიც დღეს 10 ათასზე მეტია დედაქალაქში;

3. განათლების პრობლემა და სკოლანდელაღსაზრდელი პედაგოგების პრობლემა;

4. ინფრასტრუქტურის პრობლემა;

5. უმუშევრობის პრობლემა. მხოლოდ თბილისში 2015 წელთან შედარებით 25 994 ათასით გაიზარდა სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობა და საერთო ჯამში დღეს დედაქალაქში შემწეობას იღებს 94 939 ადამიანი.  

თითოეული კვლევა მიუთითებს, რომ დავით ნარმანია არის ყველაზე სუსტი მერი, რომელიც თბილისს ყოლია. მისი მერობის დროს წარმოუდგენლად გაიზარდა სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობა, დედაქალაქში შეიქმნა სრული ინფრასტრუქტურული კოლაფსი, ასევე ყოველწლიურად იზრდება ადმინისტრაციული ხარჯები.

ჩვენთვის უკვე გასაგები გახდა, რატომ მოხდარჩეული თანამშრომლების“  გადამზადება, თუ როგორ უნდა მოიქცნენ რესტორანში... დიდი ალბათობითნახევარი მილიონის სარესტორნო ხარჯიც არ ეყოთ მათ ესწავლათ ქცევის წესები.

ასევე 2016 წლის ივნისიდან, 2016 წლის ნოემბრის ჩათვლით ეკონომიკის სამინისტროს სარესტორნო და გასართობმა ხარჯებმა შეადგინა 379 523 ლარი. იმ ფონზე, როდესაც ფაქტობრივად ჩამოიშალა ქვეყნის ეკონომიკა, წარმოუდგენელია ამხელა თანხების ხარჯვა პირად ფუფუნებაზე.

მაშინ, როდესაც ლარის მდგომარეობა  დღითი-დღე უარესდებოდა, დიმიტრი ქუმსიშვილი ზრდიდა რესტორნის, სასმელისა და სასტუმროს ხარჯებს.

კვლევებიდან ჩანს, რომ მიუხედავად მთავრობის დეკლარირებული ქამრების შემოჭერის პოლიტიკისა, ბოლო არ უჩანს  ჩინოვნიკების მადას და მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობისა, ეკონომიკის სამინისტრო პირად ფუფუნებაში ხარჯავს 379 523ლარს.

სამოქალაქო პლატფორმაახალი საქართველოდა მონიტორინგის ცენტრიმედიატორიკიდევ ერთი კვლევის შედეგებს ასაჯაროებს. „მედიატორისთავჯდომარის მოადგილე დიმიტრი ბიძინაშვილი:

 - კვლევა სპორტის სამინისტროს, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდს ეხება. მონიტორინგის თანახმად გამოირკვა, რომ 2015 წელს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფონდმა გასცა 777 ათასი ლარი. 2016 წელს, ანუ საარჩევნო პერიოდში 9 თვის განმავლობაში გაცემულია 1 მილიონ 049 ათას 965 ლარი.

წლების შედარებაც ცხადყოფს, რომ, სავარაუდოდ, საარჩევნო წელში მოხდა თანხების დამატება ფონდისთვის, რომლის მუშაობის გამჭირვალობაზე სერიოზული კითხვის ნიშნები იკვეთება

კვლევის დროს აღმოჩნდა, რომ ფონდი თანხებს გასცემს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლის დამფუძნებლებიც პარალელურად არიან საჯარო მოხელეები და რიგ შემთხვევაში თანამდებობის პირებიც.

მაგალითად: თემო დონდუა, რომელიც გახლავთ სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ახალგაზრდობის პოლიტიკის მმართვის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი. მისმა არასამთავრობო ორგანიზაციამ (საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭო) სამინისტროს ფონდიდან მიიღო 22 250 ლარი.

ასევე გოგი ჩიქოვანი, რომელიც თბილისის მერიაში განათლების სამსახურის განყოფილების უფროსია, მისმა არასამთავრობო ორგანიზაციამ (ახალგაზრდული ინიციატივებისა და სამოქალაქო განვითარების აკადემიური ცენტრი), ფონდიდან მიიღო 21 945 ლარი.

ამ კონკრეტულ შემთხვევებში, შესაძლოა, საქმე გვქონდეს ინტერესთა კოფლიქტთან ან თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან, რაც შესაძლოა არასამთავრობოს და პროექტის ლობირებაში გამოიხატა.

სამოქალაქო პლატფორმაახალი საქართველოსლიდერი ლევან ხაბეიშვილი სხვა რისკებზეც საუბრობს:

- გამოიკვეთა, რომ რიგ შემთხვევაში სამინისტრო აფინანსებს ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლის დამფუძნებლებიც არიანქართული ოცნებისაქტივისტები და მათი პოლიტიკისგამპრავებლები“.

მაგალითად: მიხეილ დონდუა, რომლის არასამთავრობოსაც (საქართველოს მენეჯერთა ასოციაცია) 16 122 ლარის თანხა აქვს მიღებული. ასევე შეგვიძლია დოკუმენტურად წარმოგიდგინოთ ათეულობით ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების მეშვეობით გამალებით იცავენქართული ოცნებისხელისუფლების პოზიციებს.

ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საგამოძიებო უწყებებს დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტებით და მოხდეს ფონდის მიერ გაცემული თითოეული ლარის მიზნობრიობის შესწავლა და გამოძიება.

„მედიატორის“ კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, „ქრონიკა პლუსმა“ სხვადასხვა სამინისტროებისა და დედაქალაქის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებს მიმართა. ჯერჯერობით, პასუხი ენერგეტიკის სამინისტროსგან მივიღეთ.

„თქვენს კითხვაზე პასუხად გაცნობებთ, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში, ხელფასების, პრემიებისა და დანამატების გაცემა ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“, - აღნიშნეს სამინისტროში.  

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია