მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სახალხო დამცველი სამართალდამცავი ორგანოების მიერ მოქალაქის უკანონო დაკავებას გმობს - 24 თებერვალი 2017

ufleba.ge

32 საათზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც .. დაკავებულიალიკანისადაკოკაკოლისგადაჭრილი ბოთლების აღმოჩენის გამო“, - აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველი გმობს სამართალდამცავი ორგანოების მიერ მოქალაქის უკანონო დაკავების ფაქტს. 23 თებერვლის დილის 5:42 საათზე სამართალდამცავებმა უსაფუძვლოდ და უკანონოდ დააკავეს მოქალაქე .., რომელიც ამ დრომდე არის თავისუფლებააღკვეთილი.

არაერთი მომართვის მიუხედავად, შესაძლო უკანონო დაკავების ფაქტებზე, რთულდებოდა და ხშირ შემთხვევაში შეუძლებელი იყო დაკავებულ პირთა მიმართ სამართალდამცავების მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი კანონდარღვევების დადგენა. თუმცა, გუშინ, ღამის საათებში, მოქალაქის მომართვის საფუძველზესაქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულის ადგილზე გამოცხადების შედეგად, ჩხრეკაამოღებისა და დაკავების პროცესის უშუალო მონიტორინგმა ცხადყო, რომ ადამიანის თავისუფლების უფლებაში უპრეცედენტო ინტენსივობის უხეში ჩარევა სრულიად უსაფუძვლოდ განხორციელდა.

მოქალაქე ..– დაკავების საფუძველი გახდა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცავი პირების მიერ ამოღებული კოკაკოლასა ერთი გადაჭრილი ხუფიანი ბოთლი, მასზე არსებული ნამწვით; „ლიკანისგადაჭრილი ხუფიანი ბოთლი, „კალკის ნაჭრითდა 6 ცალი შპრიცი ხუფითა და ნემსებით. ამ ნივთების საფუძველზე დააკავეს .. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენაშენახვის ბრალდებით, რისთვისაც კანონი ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საყურადღებოა, რომ გადაუდებელი აუცილებლობის ფარგლებში ჩხრეკის საფუძველი იყო სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენაშენახვა. თუმცა, ზემოხსენებული ნივთების გარდა, თავად ჩხრეკის ოქმის თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღი ან სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ვერ აღმოჩნდა.

დაკავების ოქმის მიხედვით, ..– დაკავების საფუძვლად მითითებულია: 1. პირს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე; 2. პირზე, მასთან ან მის ტანსაცმელზე აღმოჩნდა ჩადენილი დანაშაულის აშკარა კვალი; 3. პირი შესაძლოა მიიმალოს.

არცერთი საფუძველი არ არსებობდა ..– დაკავებისას, რამდენადაც თავად ჩხრეკის ოქმების თანახმად, 1. როდესაც აკავებდნენ, არ ჩადიოდა დანაშაულს; 2. სახეზე არ იყო დანაშაულის აშკარა კვალი. აღმოჩენილი ბოთლები და შპრიცები არ  წარმოადგენს დანაშაულის ჩადენის აშკარა კვალს. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც, ) შპრიცები და ბოთლები იყო ცარიელი, ) არანაირი სხვა წინარე ინფორმაცია არ ამყარებდა ვარაუდს, რომ მას შესაძლოა, ჰქონოდა ნარკოტიკი. ) მისი ჩხრეკა მიმდინარეობდა ცეცხლსასროლი იარაღის აღმოჩენის მიზნით, რაც ასევე არ იყო დასაბუთებული ვარაუდით გამყარებულიოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მხოლოდ პოლიციელის გამოკითხვის ოქმი გახდა ჩხრეკის საფუძველი; 3. არ არსებობდა მიმალვის საფუძველი, რამდენადაც თავად დაკავებისა და ჩხრეკის ოქმების თანახმად, ჩხრეკა მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში, იგი წინააღმდეგობას არ უწევდა პოლიციას, რასაც ასევე თავად შეესწრო სახალხო დამცველის წარმომადგენელი.

აქვე აღსანიშნავია, რომ ..– დაკავება სასამართლოს განჩინების საფუძველზე შესაძლებელი იქნებოდა ბოთლებზე და შპრიცებზე ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, ნარკოტიკული საშუალების კვალის აღმოჩენის შემთხვევაში.

ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის და 2017 წლის გადაწყვეტილებებით პირისთვის თავისუფლების აღკვეთა მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვის გამო არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზემოხსენებული ბოთლები წარსულში გამოყენებული იყო აღნიშნული მიზნით, ა.კ.–ს დაკავება ერთმნიშვნელოვნად არღვევს კონსტიტუციას – წარმოადგენს პირის თავისუფლების ხელშეუხებლობის უხეშ დარღვევას, შესაბამისად, პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“, - აცხადებს ომბუდსმენი. 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია