მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სავარაუდო დისკრიმინაცია აღმოფხვრა - 07 მარტი 2017

ufleba.ge

სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2017 წლის 31 იანვარს მას მიმართა ააიპპარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვისაღმასრულებელმა დირექტორმა ანა არგანაშვილმა, რომელიც აღნიშნავდა, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით, სოციალური დახმარების მიმღებად, მათ შორის, განსაზღვრული იყვნენ მარტოხელა დედები. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ პროგრამიდან მარტოხელა მამების გამორიცხვა წარმოადგენდა დისკრიმინაციას სქესის ნიშნით.

საქმის შესწავლის პროცესში საქართველოს სახალხო დამცველმა ზესტაფონის საკრებულოს წერილობით მიმართა. 2017 წლის 2 მარტს სახალხო დამცველს აცნობეს, რომ 2017 წლის 24 თებერვალს განკარგულებაში შევიდა ცვლილება და სოციალური დახმარების მიმღებ პირთა წრეს მარტოხელა მამებიც დაემატა. შესაბამისად,  „მარტოხელა მშობლები, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის ბავშვი/ბავშვები მიიღებენ სოციალურ დახმარებას 200 ლარის ოდენობით“. 

სახალხო დამცველი მიესალმება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ სწრაფ რეაგირებას და ქმედითი ღონისძიებების გატარებას სავარაუდო დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით და იმედს გამოთქვამს, რომ მსგავს პრაქტიკას სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებიც მიმართავენ“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE