მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ლევან ხაბეიშვილი: თბილისი „გარაჟების“ გარეშე, გამწვანება კურპუსის სახურავებზეც, ეკოპარკინგი... - 07 მარტი 2017

„ყველა თბილისელს ონლაინრეჟიმში უნდა შეეძლოს ნახოს, რომელი თანამდებობის პირი თუ რიგითი თანამშრომელი იმყოფება სამსახურში, ან თუ ასრულებს სამსახურეობრივ მოვალეობას შენობის გარეთ სამუშაო საათებში“

ufleba.ge

პოლიტიკური მოძრაობაახალი საქართველოსწარმომადგენელი, მონიტორინგის ცენტრიმედიატორისლიდერი ლევან ხაბეიშვილი ახალი ინიციატივებით გამოდის: 1. ბიუროკრატიული ხარჯების მინიმუმ განახევრება, რაც გულისხმობს რიგი ()იპ-ების, სსიპ-ების და საქალაქო სამსახურების საერთოდ გაუქმებას და პროექტულ მართვაზე გადასვლას; 2. თბილისიგარაჟებისგარეშე; 3. მშენებლობის ნებართვის გაცემაზე მორატორიუმის გამოცხადება მჭიდროდ დასახლებულ უბნებში; 4. გამწვანება კურპუსის სახურავებზე-; 5. ეკოპარკინგი; 6. მერიის თანამშრომლების, მათ შორის საქალაქო სამსახურის უფროსების, მოადგილეების, განყოფილების უფროსების, გამგებლების, მათი მოადგილეების და რიგით თანამშრომლების მუშაობის ელექტრონულ კონტროლი.

ამ წინადადებებზე უფრო დაწვრილებით სასაუბროდქრონიკა პლუსმალევან ხაბეიშვილს მიმართა:

- ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური რეალობის გარდა, ასევე არის პრობლემები, რომლის მოგვარება თვითმმართველობების დონეზეა შესაძლებელი. ამასთან, როგორც სხვადასხვა მიმართულებით, ასევე თვითმმართველობის მიმართულებითაც ძირეული და ფუნდამენტური ცვლილებებია საჭირო.

ის, რომ დედაქალაქის მერია (როგორც სხვა ქალაქების მუნიციპალიტეტები), ვერ პასუხობს გამოწვევებსა და პრობლემებს (რაც ადგილზე მოქალაქეებს აქვთ), ამას ნებისმიერი მოქალაქე დაგიდასტურებთ. ძალიან სუსტი, არაეფექტური, უუნარო და კორუმპირებული დედაქალაქის მთავრობა გვყავს თბილისში. მათ კორუმპირებულობას, ფაქტობრივად, ყოველთვე, ძალოვანი უწყებებიც ადასტურებენ სხვადასხვა თანამდებობის პირების აყვანით, რომლებსაც ქრთამის აღების ფაქტზე აკავებენ.

თვითმმართველობის არჩევნები კარზეა მომდგარი და გარდა საკანონმდებლო და საარჩევნო დონეზე რეგულაციებისა, ასევე საჭროა ინიციატივები, რომლებიც დედაქალაქის რეალურ განვითარებას უზრუნველყოფს.

ამ დროისთვის, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო პირებთან ერთად ვმუშაობთ იმ ინიციატივებზე, რომლებიც დედაქალაქს რეალური განვითარების საშუალებას მისცემს.

პირველი და უმნიშვნელოვანესი არის ბიუროკრატიული ხარჯების მინიმუმ განახევრება, რაც გულისხმობს რიგი ()იპ-ების, სსიპ-ების და საქალაქო სამსახურების საერთოდ გაუქმებას და პროექტულ მართვაზე გადასვლას. ის, რომ ბიუროკრატია გაზრდილია, ამას მოწმობს ლონდონის მერიის მაგალითიც, სადაც 835 ადამიანი მუშაობს, ჩვენი დედაქალაქის მერიაში კი,  5700 (მხოლოდ მერიის ადმინისტრაციაში და საქალაქო სამსახურებში 1000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს).

რაც შეეხება ქალაქის პარამეტრებს, როგორც ფართობით, ასევე მოსახლეობით, რა თქმა უნდა, უდიდესი განსხვავებაა. მოსახლეობის მიხედვით ლონდონი 7-ჯერ, ხოლო ფართობით მინიმუმ 2-ჯერ დიდია. ლონდონის და თბილისის მერიის მუშაობის მარგი ქმედების კოეფიციენტზე და მათ შედარებაზე აღარ შევჩერდები.

როცა ვამბობთ ბიუროკრატიის განახევრებას, რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ ზედმეტი თანამშრომლების გათავისუფლებასაც. თუმცა ნაფიქრი გვაქვს ამ პრობლემაზეც და შესაძლებელია, ერთი წლის განმავლობაში გათავისუფლებულ თანამშრომლებს ყოველთვიურად ხელფასის 80% გადავუხადოთ.

ეს შესაძლებლობას მოგვცემს, პირველივე წელს დავზოგოთ ხელფასის 20%, პრემიები, დანამატები, მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგია, გათბობა, შენობები, სადაც განლაგებულია სხვადასხვა ()იპ-ები, სსიპ-ები და საქალაქო სამსახურები.

რეფორმის შედეგად, პირველ წელს დავზოგავთ მინიმუმ 30 მილიონ ლარს, ხოლო შემდეგი წლიდან, მას შემდეგ, რაც ყოფილ მოხელეებთან ვალდებულებაც აღარ გვექნება, გამოთავისუფლდება 50-60 მილიონი ლარი.

პროექტული მართვა გაზრდის კონკურენციას, სამოქალაქო ჩართულობას, სამოქალაქო ზედამხეველობას და, რაც მთავარია, ხარისხს და ეფექტურობას.

მეორე ინიციატივა ეხება დედაქალაქის გათავისუფლებას გარაჟებისგან. რაც უნდა მტკივნეული და მიუღებელი იყოს გარაჟების მეპატრონეებისთვის ეს ინიციატივა, ქალაქის იერსახისთვის და ეკოლოგიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ინიციატივის გამოცხადებიდან ერთ წელიწადში, თბილისში აღარ უნდა არსრბობდეს არცერთი გარაჟი, რაც საშუალებას მოგვცემს დამატებით მოეწყოს სკვერები და სარეკრეაციო ზონები.

მესამე ინიციატივა ეხება მშენებლობის ნებართვის გაცემაზე მორატორიუმის გამოცხადებას, რაც გულისხმობს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემა აიკძალება აწ უკვე მჭიდროდ დასახლებულ უბნებში. მშენებლობა ნებადართული იქნება მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც ამ დროისთვისაც არის საცხოვრებელი ფართობი.

მაგალითად, .. ხრუშჩოვკების ადგილას დაინტერესებული ინვესტორის შემთხვევაში, მას გამარტივებული წესით შეეძლება ყველა ბიუროკრატიული პროცესის გავლა გონივრულობის ფარგლებში, გათვალისწინებული იქნება მისი ინტერესები და კორსპუსის პარამეტრები...

გარდა იმისა, რომ ავირიდებთ სოკოებივით გაჩენილ კორპუსებს, რომლებიც არანაირ არქიტექტურაში არ ჯდება (მათ შორის საფრთხეს უქმნის ჩვენ მოქალაქეებს), ასევე წავახალისებთ . ხრუშოვკების ჩანაცვლებას.

მეოთხე ინიციატივა დედაქალაქში მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობას ეხება. მიუხედავად იმისა, რომ დავით ნარმანია მწვანე წალკოტის გაშენებას დაჰპირდა თბილისელებს, რეალობაშიბეტონის ჯუნგებიმივიღეთ. ფაქტია, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგელი, რომ ეკოლოგიურ კატასტროფამდე არ მივიდეთ.

ეს მაშინ, როცა თბილისის მერიის ეკოლოგიის სამსახურში თანამშრომლები კორუფციით არიან დაკავებულები. ავიღოთ უკანასკნელი ფაქტი, რამდენიმე დღის წინ ეკოლოგიის სამსახურისა და ნაძალადევის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს.

ჩვენი ინიციატივა კორპუსების სახურავებზე გამწვანების მოწყობას ეხება. ეს შესაძლებელია თბილისის ამხანაგობების პროგრამის ფარგლებში, სადაც თანადაფინანსებით, შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, შესაძლებელი გახდება კორპუსის სახურავებზე მოეწყოს გამწვანება. რიგ შემთხვევაში შესაძლებელია მინი კაფეებისა და დასაასვენებელი ობიექტების მოწყობაც.

აბსოლუტურად რეალისტური და განხორციელებადი ინიციატივაა. მონდომების შემთხვევაშიჩვენი დათვლით 4 წელიწადში ყოველ მეოთხე კორპუსზე შესაძლებელია მწვანე სივრცის არსებობა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას.

მეხუთე ინიციატივა ეხება ეკოპარკინგს. ამ შემთხვევაში ეს კონკრეტული ინიციატივა თბილისში ერთ-ერთი კორპუსის თავმჯდომარემ მოგვაწოდა, რომელსაც ამ მიმართულებით საკმაოდ ბევრი აქვს ნამუშევარი. თეორიულად ამის წარმოდგენა რთულია, თუმცა ვიზუალურად ძალიან იოლი გასაგებია რას გულისხმობს ეკოპარკინგი, ანუ მწვანე გაზონების მოწყობა ისე, რომ ავტომობილის გაჩერების შემთხვევაშიც მწვანე ზოლს პრობემა არ შეექმნას.

მეექვსე ინიციატივა ეხება მერიის თანამშრომლების, მათ შორის საქალაქო სამსახურის უფროსების, მოადგილეების, განყოფილების უფროსების, გამგებლების, მათი მოადგილეების და რიგით თანამშრომლების მუშაობის ელექტრონულ კონტროლს.

ყველა თბილისელს, ონლაინრეჟიმში უნდა შეეძლოს ნახოს, რომელი თანამდებობის პირი თუ რიგითი თანამშრომელი იმყოფება სამსახურში, ან თუ ასრულებს სამსახურეობრივ მოვალეობას შენობის გარეთ სამუშაო საათებში.

ეს ყველაფერი მოაგვარებს .. ყავისტების, უსაქმურებისა და უპასუხისმგებლო თანამშრომლების პრობლემას. ასევე ელექტრონულად ხელმისაწვდომი უნდა იყოს დღისრეპორტიყველა თანამშრომლის, ანუ რას საქმიანობდა დღის განმავლობაში. ესეც მარტივი და პროგრამულად გამართვადია, სურვილისა და ნების შემთხვევაში.

ეს არ არის სრულყოფილი ინიციატივები, რომლებიც ჩვენ პოლიტიკურ მოძრაობას აქვს. ეს არის მინიმალური ინიციატივები, რომლებიც დათვლილი, გათვლილი და აბსოლუტურად რეალისტურია.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია