მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
თეონა ჭალიძე: არ შეიძლება ადამიანის გარდაცვალება ან ბავშვის დაბადება გახდეს სოციალური დახმარების შეჩერების მიზეზი - 10 მარტი 2017

ufleba.ge

სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველოს ერთ-ერთი დამფუძნებელი, თეონა ჭალიძე სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახების პრობლემებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.

ამ ოჯახების ერთადერთი შემოსავლის წყარო, სოციალური დახმარებაა. მათი უმეტესობა სწორედ ამ დახმარებით არსებობს თვიდან-თვემდე. ამჟამად არსებული მახინჯი სისტემით ოჯახს სოციალური დამხარება პრაქტიკულად 3 თვით უჩერდება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის რომელიმე წევრი გარდაიცვალა ან ოჯახში ბავშვი დაბადა. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა და ადამიანების აბუჩად აგდება. ეს ოჯახები მომდევნო 3 თვის განმავლობაში ვეღარ იღებენ საარსებო შემწეობას. მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს, გაითვალისწინოს უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების მდგომარეობა, მიიღოს შესაბამისი ზომები და გამოასწოროს სისტემაში არსებული ხარვეზი“, - განაცხადა თეონა ჭალიძემ.

მისივე თქმთ, აუცილებელია, რომ პროცედურები ჩატარდეს დაჩქარებულ რეჟიმში, რადგან არ შეიძლება ოჯახის წევრის გარდაცვალება ან ახალი წვერის დაბადება, ფინანსურად აუარესებდეს ოჯახის მდგომარეობას.

ახალი საქართველოს ერთ-ერთი დამფუძნების განცხადებით, ამ სამი თვის განმავლობაში, ხშირ შემთხვევაში ეს ადამიანები იღებენ ფინანსურ პასუხისმგებლობას საკრედიტო ორგანიზაციებიდან ან კერძო მევახშეებიდან, რაც შემდგომში კიდევ უფრო ამძიმებს მათ სოციალურ მდგომარეობას.

 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE