მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“: „ქართული ოცნების” დაფინანსება სხვა პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას მნიშვნელოვნად აღემატება - 10 მარტი 2017

ufleba.ge

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოწარმოგიდგენთ ანგარიშს, რომელშიც შეფასებულია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხები. საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2016 წლის 8 ივნისიდან 16 ნოემბრამდე არსებულ დროის შუალედს. კვლევამ შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოკვეთა:

შემოსავლები

საარჩევნო პერიოდში კვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტებმა სულ 32 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღეს. ამ თანხის უდიდესი ნაწილი 21 310 211 ლარი (66%) მიიღოქართულმა ოცნებამ”, შემდეგ მოდისერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2 811 045 ლარით, მესამეზე კისაქართველოს პატრიოტთა ალიანსია” 1 674 908 ლარით;

ქართული ოცნებისმიერ მიღებული შემოსავალი შვიდჯერ აღემატება მეორე ადგილზე გასულერთიანი ნაციონალური მოძრაობისშემოსავლებს და თითქმის ორჯერ აღემატება სხვა კვალიფიციური პარტიების ერთად აღებულ შემოსავლებს. პარტიების შემოსავლებს შორის ამხელა სხვაობა 2010 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა;

კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ შემოსავლების ყველაზე მსხვილი სამი კატეგორია არის: ) სახელმწიფო დაფინანსება, ) კერძო შემოწირულებები და ) საბანკო სესხები;

გარდაქართული ოცნებისადაპატრიოტთა ალიანსისა“, ყველა სხვა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისთვის შემოსავლის უდიდეს ნაწილს სახელმწიფო დაფინანსება შეადგენდა;

კვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტებმა მთლიანობაში 21 726 165 ლარის კერძო შემოწირულება მიიღეს. ამ თანხის უდიდესი ნაწილი 19 183 489 ლარი (86%) მიიღოქართულმა ოცნებამ”, შემდეგ მოდისსაქართველოს პატრიოტთა ალიანსი” 998 001 ლარით, მესამეზე კიერთიანი ნაციონალური მოძრაობაა” 972 764 ლარით. ამ ოდენობის შემოწირულებები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველად დაფიქსირდა;

საარჩევნო პერიოდშიქართული ოცნებისმიერ მიღებული შემოწირულება 19-ჯერ აღემატება მეორე ადგილზე გასულპატრიოტთა ალიანსისშემოწირულებას და 6-ჯერ მეტია ყველა კვალიფიციური სუბიექტის ჯამურ შემოწირულებებზე. მმართველი პარტიისა და დანარჩენების შემოწირულებებს შორის ამხელა სხვაობა საქართველოს საარჩევნო ისტორიისთვის უპრეცენდენტო;

მთლიანი შემოწირულებების 85% 1 233-მა ფიზიკურმა პირმა გაიღო, ხოლო დანარჩენი 15% - 65-მა იურიდიულმა პირმა;

საარჩევნო პერიოდში სულ 122-მა სახელმწიფო თანამდებობის პირმა და მათმა ოჯახის წევრმა განახორციელა ფულადი შემოწირულება. 122 თანამდებობის პირიდან 8 პირის შემთხვევა აჩენს გარკვეულ კითხვებს, ჰქონდათ თუ არა მათ საკმარისი საკუთარი შემოსავალი, რათა შეეწირათ პოლიტიკური პარტიისთვის. ამ რვა პირიდან ოთხი მოქმედი ან ყოფილი პარლამენტის წევრია:

ზვიად კვაჭანტირაძე - კვაჭანტირაძეს, 2017 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2016 წელს პარლამენტიდან შემოსავალი 66 465 ლარი ჰქონდა, თუმცა იმავე წელს იპოთეკური სესხის მომსახურებისთვის მან ჯამში 21 600 აშშ დოლარი, ხოლო შვილების სწავლისთვის 6 750 ლარი გადაიხადა. შედეგად მივიღებთ, რომ ზვიად კვაჭანტირაძის 2016 წლის დეკლარირებული წმინდა შემოსავალი წარმოადგენს 8 594 ლარს. მიუხედავად ამისა, კვაჭანტირაძემ მაინც მოახერხა გაეღო 30 000 ლარიქართული ოცნებისსასარგებლოდ, რაც მისი წლიური წმინდა შემოსავლების 349%- წარმოადგენს. ასევე აღსანიშნავია, რომ გაღებული შემოწირულება პარლამენტარს დეკლარაციაში მითითებული არ აქვს, რაც კანონის მოთხოვნების დარღვევაა;

ზაზა პაპუაშვილი - „ქართულ ოცნებასშესწირა 45 000 ლარი. წინა წელს მისი შემოსავალი 78 885 ლარი იყო, ამასთან, პაპუაშვილმა 36 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხის მომსახურებისთვის წლის განმავლობაში 23 984 აშშ დოლარი გადაიხადა. შედეგად, პაპუაშვილის წმინდა შემოსავალი 24 442 ლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტიისთვის გაღებული 45 000 ლარი მისი წლიური წმინდა შემოსავლის 184%- წარმოადგენს.

ფატი ხალვაში - მისი შემოსავალი 2016 წელს 57 610 ლარი იყო, 40 000 აშშ დოლარიანი იპოთეკური სესხის მომსახურებისთვის მან წლის განმავლობაში 7 920 აშშ დოლარი გადაიხადა, შედეგად, ხალვაშის წლიურმა წმინდა შემოსავალმა 39 632 ლარი შეადგინა. მან სექტემბერშიქართულ ოცნებას“ 20 000 ლარი შესწირა, რაც მისი წმინდა შემოსავლის 50%-ია.

ზურაბ აბაშიძე - მისი 2015 წლის შემოსავალი 58 314 ლარი იყო, ამასთან, 102 000 ლარის ოდენობის ორი საბანკო სესხის მომსახურებისთვის წლის განმავლობაში მან 18 712 ლარი გადაიხადა. აბაშიძემ 2016 წლის 7 ოქტომბერს 20 000 ლარი შესწირათავისუფალ დემოკრატებსრაც მისი წინა წლის წმინდა შემოსავლის 50%- წარმოადგენს.

ხარჯები

საარჩევნო პერიოდში 9 კვალიფიციური სუბიექტის მიერ გაწეულმა ხარჯმა მთლიანობაში 31 618 225 ლარი შეადგინა. ამ ხარჯის უდიდესი ნაწილი - 22 291 484 ლარი (70%) „ქართულმა ოცნებამგაიღო, შემდეგ მოდისერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2 613 102 ლარით, მესამეზე კითავისუფალი დემოკრატებია” 1 415 539 ლარით;

ისევე როგორც შემოსავლებში, ხარჯების კუთხითაც დიდი დისპროპორცია დაფიქსირდა - „ქართული ოცნებისმიერ გაწეული ხარჯი რვანახევარჯერ აღემატება მეორე ადგილზე გასულერთიანი ნაციონალური მოძრაობისხარჯებს და თითქმის ორნახევარჯერ აღემატება სხვა კვალიფიციური პარტიების ერთად აღებულ ხარჯებს;

სუბიექტები საარჩევნო პერიოდში ყველაზე დიდ თანხებს ხარჯავდნენ საქონელსა და მომსახურეობაზე, რეკლამასა და ხელფასებზე;

არჩევნებამდე სამი თვის განმავლობაშისაერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების ფასიანი სატელევიზიო რეკლამისა და თბილისში არსებული ბილბორდების ხარჯების პარალელური მონიტორინგი განახორციელა. საარჩევნო სუბიექტების მიერ მითითებული მონაცემები ჩვენი დაკვირვების შედეგებს არ ეწინააღმდეგება, გარდა ერთი შემთხვევისა, როდესაცთავისუფალი დემოკრატებმა” „ტელეიმედზეგასული მათი რეკლამის ხარჯები ფინანსურ დეკლარაციებში საერთოდ არ დაუფიქსირებიათ;

ფინანსური გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტებისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დარღვევებზე რეაგირების მიუხედავად, მნიშვნელოვან პრობლემად რჩება პოლიტიკური პარტიების / საარჩევნო სუბიექტების ანგარიშგებების სრულყოფილად შევსება. დეკლარაციების აბსოლუტური უმრავლესობა არასრულად და არაერთგვაროვნად არის შევსებული. ანგარიშგებების ბევრ ველში სავალდებულო ინფორმაცია საერთოდ არ არის მითითებული.

ამ ანგარიშის გამოცემა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერითამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“, USAID-ის მეშვეობით. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნისსაერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველოსდა შესაძლოა, არ ასახავდეს USAID-ის ანდა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის  შეხედულებებს.

იხილეთ სრულად:

http://www.transparency.ge/post/report/kartuli-otsnebis-dapinanseba-skhva-politikuri-partiebis-dapinansebas-mnishvnelovnad-agemateba

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია