მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ლევან ხაბეიშვილი: ნარმანიას კორუფციულ აწმყოს კიდევ რამდენიმე ფაქტი შეემატა - 09 ივნისი 2017

"შემოგვაპარეს, რომ  შესაძლოა მთავარ აუდიტად მოგვევლინოს, რაც იგივეა, ცხვრის ფარა მგელს მიაბარო"

ufleba.ge

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში პოლიტიკური პარტიები, როგორც წესი, კიდევ უფრო აქტიურდებიან. პლატფორმა "ახალ საქართველოს" ერთ-ერთი გამორჩეული კამპანია უკვე დაწყებული აქვს. პარტია სხვადასხვა დარგობრივ წრეებთან არსებულ პრობლემებს განიხილავს და მათთან ერთად გადაჭრის გზებსაც სახავს. ორგანიზაცია საკუთარი კვლევებით სახელისუფლებო სტრუქტურებში კორუფციის შემთხვევებს ააშკარავებს და შესაბამის ორგანოებს ამაზე ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებს. 

ბოლო კვლევების შედეგებზე "ქრონიკა პლუსი" პარტია "ახალი საქართველოს" ერთ-ერთ დაფუძნებელს, ლევან ხაბეიშვილს ესაუბრება.    

- ბოლო რამდენიმე კვირაში განვითარებულმა მოვლენებმა ნათელი გახადა, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დავით ნარმანიას მერობის შანსი, ფაქტობრივად, აღარ აქვს. ამ ფონზე, მის კორუფციულ-ნეპოტისტურ და მავნებლურ აწმყოს კიდევ რამდენიმე ფაქტი შეემატა. საუბარია უფასო სასადილოებში არსებულ მასშტაბურ კორუფციაზე.  

კერძოდ, ჩვენი კვლევიდან, რამდენიმეთვიანი მონიტორინგიდან  ირკვევა, რომ 39 250 ბენეფიციარიდან (რომელიც დედაქალაქში არის რეგისტრირებული და მათი კვებისთვის ბიუჯეტიდან 1.18 ვიხდით) 19 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ამ სერვისით არ სარგებლობს. ამ ფაქტს რამდენიმე მიზეზი აქვს. 

პირველი ის, რომ 1.18-ად რეალური ხარისხის უზრუნველყოფა შეუძლებელია, მეორე კი, წმინდა წყლის კორფციული სურვილებია. 

უხარისხო საკვების მიღება მოქალაქეებს არ სურთ. მიუხედავად ამისა რაოდენობა ხელოვნურად გაზრდილი და 19 000-ის ნაცვლად გაფორმებულია 39 000 მეტი ადამიანი. გამოდის, რომ ყოველდღე ბიუჯეტიდან დავით ნარმანია  და მისი კორუმპირებული ჩინოვნიკები ყველაზე გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე 23 600 ლარს იპარავენ; რაც თვეში 700 000 ლარზე მეტია, ხოლო წელიწადში 8 496 000 ლარს შეადგენს. 

ამ კორუფციული სქემის აგებაში ჩართული არიან თბილისის მერი და მისი მთავრობის წევრები, უფრო კონკრეტულად, რაიონის გამგებლები და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი. 

კვლევის დასრულების და გასაჯაროების შემდეგ "ახალი საქართველოს" წევრები პროკურატურის წარმომადგენლებს, ადმინისტრაციის უფროსს და მთავარ გამომძიებელს შევხვდით. მათ მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია იმ სქემის შესახებ, რომლის საშუალებითაც უკვე რამდენიმე წელია მილიონობით ლარს ბიუჯეტი და ასევე სოციალურად დაუცველები ზარალობენ. 

უფასო სასადილოებში გაყალბებულია ხელმოწერები, რომელიც თითქოსდა ადასტურებს ბენეფიციარების მისვლას და საკვებით უზრუნველყოფას, ამას ნებიასმიერი ექსპერტიზა დაადასტურებს. 

ასევე ხელშეკრულების დადებისას, ფაქტობრივად, შეუსრულებელი ვალდებულებები აქვთ აღებული კომპანიებს. 

მაგალითად, ლეონიძეზე არსებულ უფასო სასადილოში, სადაც 850 ბენიფიციარია, ერთ-ერთი შემოწმებისას მომსახურე პერსონალმა გვითხრა, რომ 850 მოქალაქე  3 საათში გაისტუმრეს. არ დაგვავიწყდეს, რომ საკვების გასაცემად ერთი  "ფანჯარა" ფუნქციონირებს. მათი მტკიცებით 10-დან 20 წამამდე დროში უზრუნველყოფენ საკვების აწონვას, დახარისხებას, შემდეგ ქილებში მოთავსებას და ბენეფიციარების გასტუმრებას.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი არგუმენტები რამდენიმე დღეში გაიზიარა პროკურატურამ და სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ახლა მთავარია საქმის გამოძიება წარიმართოს ობიექტურად და რეალურად დაისაჯონ ის ჩინოვნიკები, რომლებიც ჩართული არიან ამ კორუფციულ სქემაში. 

ჩვენი პოლიტიკური პარტია ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და აიძულებს ხელისუფლებას, რომ უზრუნველყოს სამართლიანობა და მინიმუმ შევაჩეროთ მილიონობით ლარის ფლანგვა და მიტაცება ბიუჯეტდან.

ასევე უფასო სასადილოების გარდა, კიდევ ერთ მასშტაბურ კორუფციაზე გავაკეთეთ განცხადება , რომელიც თბილისის მეტროს ვაგონების შეკეთებას და მოდენიზაციას ეხება. უკანასკნელ პერიოდში დედაქალაქის მერიამ 7 500 000 ლარის და 3 100 000 ლარის  ხელშეკრულება გაუფომა კომპანიას, სს ელექტროვაგონშემკეთებელს , რომელმაც გარკვეული სამუშაოების ვალდებულება აიღო. 

ჩვენ ხელში ჩაგვივარდა ეხცელ -ის ფაილები, რომელზეც რეალური ფასთაწარმოება არის ნაჩვენები. შესაბამისად, დავინტერესდით ამ ხელშეკრულებებით და ამ საქმის სპეციალისტებთან ერთად დავიწყეთ საქმის შესაწავლა. 

როგორც რამდენიმეთვიანმა კვლევამ აჩვენა, მხოლოდ ამ ორი ხელშეკრულებიდან ბიუჯეტმა 5 000 000 ლარზე მეტი იზარალა. ამ შემთხვევაშიც საქმის გამოძიება ძალიან იოლია და პროკურატურას შეუძლია მარტივად ამოიღოს ამავე კომპანის მიერ სომხეთში მიღებული ტენდერი, სადაც ნაჩვენებია ფასთაწარმოება, რომელიც თბილისის მერიისათვის შეთავაზებულ ფასზე რამდენჯერმე ნაკლებია.  

ასევე ხელშეკრულების ამოღების შემთხვევაში და ფასების გადამოწმებისას იოლი გახდება მარტივი ჭეშმარიტების დადგენა . 

ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ ვაგონების შეკეთებისას და მოდერნიზაციისას  ხელშეკრულებაში ნაჩვენები მოქმედებები არ ტარდება. და ასევე ვითხოვთ მიღება-ჩაბარების აქტების ამოღებას, შეკეთებული ვაგონების ექსპერტიზას იმ ნაწილში, რა ნაწილშიც თითქოსდა კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები უზრუნველყო. 

ის, რომ დავით ნარმანია და მისი გუნდი თავიდან ფეხებამდე კორუფციაშია ჩაფლული, ამას არაერთი ფაქტი ადასტურებს. ჩვენ მიერ 2 კვირაში აღმოჩენილი მილიონობით ლარის ზიანს,  რამაც ჯამში 13 000 000 მილიონ ლარს გადააჭარბა, დაემატა, ფარცხალაძისთვის გადაცემული მიწები, რომელთა ღირებულება მინიმუმ 2-ჯერ აღემატება იმას, რა ვალდებულებაც შეიძლება დედაქალაქის ბიუჯეტს ჰქონოდა. 

ასევე ახალი არაფერია იმაში, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურისგან  მოსამართლე ნაზღაიძის და მისი ოჯახის მფლობელობაში გადაცმული მილიონობით ლარის ქონების გამოძიებას ითხოვენ.

ზემოთ საუბარი გვქონდა მხოლოდ უკანასკნელ კვირეებში გამოვლენილ კორუფციულ ფაქტებზე, რის შემდეგადაც, ალბათ, უკვე შუშის სასახლის მბრძანებელი ვერ გარისკავს ნარმანიას მერობის კანდიდატად წამოყენებას. თუმცა ამავე პერიოდში შემოგვაპარეს, რომ შესაძლოა ნარმანია მთავარ აუდიტად მოგვევლინოს, რაც იგივეა, ცხვრის ფარა მგელს მიაბარო.

ამ ფონზე, პოლიტიკური პარტია "ახალი საქართველო" აქტიურად აპირებს ჩაერთოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. პარტიის შიგნით მიმდინარეობს კონსულტაციები დედაქალაქის მერის კანდიდატურასთან დაკავშირებით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს საკითხი პარტიული აქტივის მაღალი ჩართულობით და გამჭირვალობით გადაწყდება. 

ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ აღარ ვაპირებთ დროის კარგვას უაზრო მოლაპარაკებებით პარტიებთან, რომლბსაც გამჭვირვალობის, ღიაობის და პრინციპულობის აღქმა არ აქვთ. ჩვენი გენერალური ხაზი, 25-წლიანი პოლიტიკური კლასის შეცვლა იქნება. 

ბიძინა ივანიშვილის კომფორტის ზონა არის იქ, სადაც იწყება დღევანდელი ე.წ  ოპოზიცია, - ბოკერიები, გაბაშვილები, თარგამაძეები და თუნდაც არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, რომელიც "ქართული ოცნების" კარზე ვაჭრობით არის დაკავებული.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია