მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ნატა ფერაძე: ეს ქალაქი საცხოვრებლად გაუსაძლისი გახდა - 10 აგვისტო 2017

„თბილისში პარკებისა და სკვერების ფართობი, ერთ სულ მოსახლეზე 3 კვ. მ-ზე ნაკლებია, როცა 1980-იანებში ეს რიცხვი 13 კვ.მ-ს შეადგენდა, ხოლო საშუალო ნორმატიული მაჩვენებელი ევროპული ქალაქებისათვის ერთ მოსახლეზე 20 კვ.მ გამწვანების არსებობას ითვალისწინებს“

ufleba.ge

საერთო სარგებლობის გამწვანებული პარკებისა და სკვერების ფართობი, თბილისის ნაშენ ტერიტორიაზე, ერთ სულ მოსახლეზე 3 კვ. -ზე ნაკლებია, მაშინ, როცა 1980-იანებში ეს რიცხვი 13 კვ.- შეადგენდა“, - ამის შესახებ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციაშია ნათქვამი. აღნიშნულ დოკუმენტში სხვა საკითხებთან ერთად, ურბანული გამწვანების საკითხია განხილული. კონცეფციაში ნათქვამია, რომ თბილისი საზოგადოებრივი დანიშნულების მწვანე სივრცეების მწვავე უკმარისობას განიცდის.

გენგეგმის განახლების პროცესში ჩატარებული კვლევების მიხედვით, დღეს საერთო სარგებლობის გამწვანებული პარკებისა და სკვერების ფართობი, თბილისის ურბანიზებულ (ნაშენ) ტერიტორიაზე, ერთ სულ მოსახლეზე 3 კვ. -ზე ნაკლებია, მაშინ, როცა 1980-იანებში ეს რიცხვი 13 კვ.- შეადგენდა (OშჩE 2011). საშუალო ნორმატიული მაჩვენებელი ევროპული ქალაქებისათვის ერთ მოსახლეზე 20 კვ. გამწვანების არსებობას ითვალისწინებს.

აღნიშნული მოცემულობიდან გამომდინარე, თბილისის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევას წარმოადგენს ქალაქის მწვანე სივრცეებით დაკმაყოფილებაზე ორიენტირებული გეგმარებითი საქმიანობა. მიმდინარე ეტაპზე, გენერალური გეგმის შესასრულებელ რეალისტურ ნიშნულად მიგვაჩნია ერთ მოსახლეზე მინიმუმ 10 კვ. ურბანული საერთო სარგებლობის მწვანე სივრცის დაფიქსირება.

აღნიშნული გადაწყვეტა, სულ მცირე, სამჯერ გაზრდის საერთო სარგებლობის ღია, ურბანული გამწვანებული სივრცეების ფართობს. შედეგად, 2030 წლისთვის, ქალაქი მიიღებს 1327 ჰა საერთო სარგებლობის ურბანულ გამწვანებულ ტერიტორიას, ნაშენი თბილისის ფარგლებში, რომელთაგან პირველადი ზონირების მოდელის მიხედვით არსებული ნაშენი სტრუქტურის შიგნით 490ჰა. განთავსდება”, - ნათქვამია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციაში.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რკინიგზის გადატანის შემთხვევაში გამოთავსუფლებული ტერიტორიის დიდი ნაწილი უნდა დაეთმოს სარეკრეაციო ფუნქციასა და გამწვანებას.

ვერეს ხეობაში არსებულიმზიურის პარკიქალაქის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სარეკრეაციო სივრცეს წარმოადგენს, აუცილებელია მისი დროული აღდგენა. ლისის, ძველი იპოდრომისა და კუსტბის ტერიტორიები არ განიხილება ურბანულ ტერიტორიებად. ისინი მოისაზრება ლანდშაფტურ არეალში არსებულ სარეკრეაციო სივრცეებად, რაც მათი სამშენებლო საქმიანობისაგან დაცვის დამატებით მექანიზმს წარმოადგენს”, - ნათქვამია თბილისის ნაშენი ტერიტორიის შიგნით ურბანული მწვანე ტერიტორიების განაწილების კონცეფციაში.

აქვე აღნიშნულია, რომ მთავარ პრობლემად რჩება ქალაქის საცხოვრებელი უბნების საფეხმავლო არეალებში მსხვილი რეკრეაციული პარკებით უზრუნველყოფა.

კონცეფციის თანახმად, „თემქის პარკისმოწყობით ქალაქის ორ მჭიდროდ დასახლებულ საცხოვრებელ უბანს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება საცხოვრებელი გარემო.

ასევე საუბარია, რომ თბილისის ზღვა ახალი ზოოპარკითა და დენდროლოგიური პარკით მნიშვნელოვან სარეკრეაციო კლასტერად ყალიბდება. თუმცა ის ნაშენი ტერიტორიის გარეთ არის განლაგებული.

კონცეფციის თანახმად, კრწანისის პარკი ქალაქის მნიშვნელოვანი სარეკრეაციო რესურსია, თუმცა მისი საქალაქო სივრცეში სრულფასოვანი ჩართვისათვის აუცილებელია მოცემულ არეალამდე მისასვლელი გზების გაუმჯობესება.

თემაზექრონიკა პლუსიპარტიზანული მებაღეობის დამფუძნებელს, ნატა ფერაძეს ესაუბრება:

- ქალბატონო ნატა, რაში ხედავთ არსებული მდგომარეობის მიზეზებს, როდესაც თბილისში პარკებისა და სკვერების ფართობი, ერთ სულ მოსახლეზე 3 კვ. -ზე ნაკლებია?

- საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, როცა საქართველო დამოუკიდებელი გახდა, ჩვენმა მთავრობამ და მუნიციპლიტეტებმა ჩათვალეს, რომ განვითარება ყველგან მშენებლობაა და ამ დამოკიდებულებით ქალაქის სპონტანური განაშენიანება დაიწყო. ამ დროს სარეკრეაციო ზონებს სტატუსი ძალიან მარტივად ეცვლებოდა.

ამას გარდა, საბჭოთა პერიოდში გაშენებული უბნები, ვთქვათ დიღომი, საბურთალო, რამდენადაც არქიტექტურულად საინტერესო არ იყო, მაგრამ ძალიან კარგად დაგეგმილი, საკმაოდ დიდი ეზოები, სარეკრეაციო ზონები იყო, რომელსაც ასეთი მწვანე ზოლის სტატუსი არც კი ჰქონდა. შედეგად, სადაც კი ეტეოდა, ყველგან იდგმებოდა  კორპუსი, ჯიხური და .. მივიღეთ ის რეალობა, რითაც დღეს დედაქალაქის ყველა მოსახლე წუხდება და ყველა ამჩნევს, რომ ეს ქალაქი საცხოვრებლად გაუსაძლისი გახდა.

სოციალური ქსელი (მათ შორის ფეისბუქიამ რეალობის შესამოწმებლად ძალიან კარგი არენაა. ადრე უცხოეთის განვითარებულ ქვეყნებში, ევროპაში, ამერიკაში წასულები თუ აღნიშნავდნენ, რომ იქ ძალიან კარგი მაღაზიები, კაფეებია და უფრო მომხმარებლური მიმართულებებით გამოხატავდნენ აღფრთოვანებას, ახლა თითქმის ყველა წერს, რომ იქ ყველგან ბევრი პარკია, თავისუფალი ტროტუარები, სივრცეა, ძალიან უფრთხილდებიან არქიტექტურას და ..

ანუ ეს მოთხოვნილება გაჩნდა უკვე მოსახლეობაში. მაგრამ ეს ყველაფერი გარკვეულწილად დაგვიანებულიც არის, რადგან ქალაქი უკვე ასეთ დღეშია და ძალიან რთულია იმის გამოსწორება, რაც უკვე მივიღეთ.

თუმცა რამდენიმე ქალაქში მსგავსი პრაქტიკა არსებობს, შესაძლებელია ეს ყველაფერი შეჯერებული იყოს, რაღაც გამოსწორდეს და უკუღმართმა პროცესმა უკან დაიხიოს. არსებობს ასეთი არაჩვეულებრივი პროფესია ქალაქგეგმარებელი, რომლის ფუნქციაც თბილისში სრულიად უგულვებელყოფილია. ქალაქგეგმარებლის პოზიცია, დამოკიდებულება არასოდეს არ არის გათვალისწინებული მათ შორის მშენებლობების დროს.

რაც გენგეგმის ჯგუფმა შექმნა, ესეც სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტია, რომელსაც საკითხავია რამდენად გაითვალისწინებენ. თუმცა საშინელი რიცხვი, რაღაც მილიონობით კვადრატული მეტრი განაშენიანების, რაც თბილისს მშენებლობისთვის ნებადართული აქვს, უბრალოდ წარმოუდგენელია რა შეიძლება ამით ქალაქს დაემართოს.

ერთადერთი რაც ახლა გვანუგეშებს ისაა, რომ ოქტომბერში მერის არჩევნებია. და ქალაქისთვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია მოვიდეს მერი, რომელიც საღად მიუდგება ქალაქგეგმარებას, პრინციპული მოსაზრება ექნება ქალაქთან მიმართებაში და არავისზე დამოკიდებული არ იქნება. ვგულისხმობ პოლიტიკურ გუნდზე ან ინვესტორებზე, ან მით უმეტეს ოლიგარქზე დამოკიდებულებას; რომელიც ქალაქსა და ხალხზე იქნება თავიდან ბოლომდე ორიენტირებული.

ამ შემთხვევაში მე დამოუკიდებელ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს ვემხრობი; რადგან სასწორზე გვიდევსქართული ოცნება“, სადაც კარგად ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილის ნებისმიერი სურვილი შესრულდება.

მეორე მხარეს დევსნაციონალური მოძრაობა“, მასზე საუბარიც აქ მგონი ზედმეტია. მათაც ლომის წვლილი შეიტანეს ქალაქის გაუბედურებაში.

ძალიან სიმპატიური კანდიდატია ელენე ხოშტარია. თუმცა მისივე გუნდი და გვერდზე გიგი უგულავას ყოლა ჩემთვის საერიოზული არგუმენტია იმისთვის, რომ გადავწყვიტო, იმსახურებს თუ არა ჩემ ნდობას.    

- გამწვანების ამ კრიტიკულმა რეალობამ რა შეუძლია მოუტანოს დედაქალაქის მოსახლეობას, მის ყოფას, ჯანმრთელობას...

- ეს ყველაფერი გვირტყამს არამარტო ფიზიკურ, არამედ მენტალურ ჯანმრელობაზეც. რატომ მოგვწონს ჩვენ პარიზში ან იგივე რომში სეირნობა? რადგან იქ არის სივრცე, სილამაზე და ეს გარემო ჩვენზე ყველანაირად აისახება.

ახლა, სამედიცინო სფეროში დამტკიცებულია, რომ პაციენტი, რომელიც ფანჯრიდან მწვანე სივრცეს ხედავს, უფრო მალე და უფრო წარმატებულად ჯანმრთელდება, ვიდრე ის პაციენტი, რომელიც ამ ყველაფერს ვერ ხედავს.

ასევე სტატისტიკურად ცნობილია, რომ სადაც ბევრად უფრო მწვანე უბანია, იქ კრიმინალიც კი ნაკლებია და მენტალური ჯანმრთელობა უკეთესია. აქ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე აღარ მაქვს საუბარი.

ამასთან, დღეს ყველას აქვს საშუალება ჰქონდეს მანქანა, ეს მანქანები გაიაფებულია, უხარისხოა და რაც უფრო მჭიდრო დასახლებაა, შესაბამისად მეტი მანქანა გვყავს, მეტი გამონაბოლქვია და ..

ახლა საწვავი ტყვიას შეიცავს თუ არა ბოლომდე წესიერად ვერ გავარკვიე. როგორც გავიგე, 2014 წლიდან საწვავში ტყვია აღარ არის, მაგრამ სხვა არაერთი მავნე ნივთიერებაა. მანქანაში გვაქვს ნაწილი, რომელიც აზბესტიანია და აზბესტოზას გამოყოფს, რომელიც პირდაპირ კარცენოგენია. გვეზღუდება შუქის, დღის განათების შემოსვლა, გვეძრუდება ჰაერის შემოსვლა და ..

ანუ მჭიდრო დასახლება ჩვენ მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე პირდაპირ აისახება. გადაადგილებაც გართულებულია. სათანადოდ არ არის გათვალისწინებული საჯარო ტრასპორტი, რაც კიდევ უფრო გვიბიძგებს, რომ მსუბუქი ავტომანქანებით ვიაროთ. ამიტომ გლობალური ერთიანი ხედვა უნდა იყოს, რადგან ეს ყველაფერი ჩვენსა და ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე აისახება.

- ბრძანეთ, რომ გენგემის ჯგუფის დასკვნა სარეკომენდაციო ხასიათისაა, რა რეალური ნაბიჯები უნდა გადაიდგას არსებული მდგომარეობის გამოსასწორემლად?

- ეს ერთობლიობაში გასაკეთებელია. ბუნებაში არ არსებობს ერთი კონცეფცია, რომელიც ყველაფერს შველის. პარალელურ პროცესში ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სატრანსპორტო მდგომარეობის გამოსწორებაა; ეს არის მორატორიუმი მშენებლობებზე და სარეკრეაციო ზონებზე წითელი ზოლების დაწესება; პარკებს აუცილებლად დაცული  სტატუსი უნდა მიენიჭოს, სარეკრეაციო ზონები უნდა აღირიცხოს და სათანადოდ დაცული იყოს.

მშენებლობაზე ძალიან სერიოზული კვლევა უნდა ჩატარდეს, გაცემულ ნებართვებზე და მისთ. რაც ძალიან დიდ სირთულესთან, ასევე დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული. ამაზე დედაქალაქის ხელისუფლებამ ქალაქგეგმარებლებთან ერთად ძალიან სერიოზულად უნდა იზრუნოს.

- ქალაქის ახალმა ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს ამ სფეროში და რატომ ფიქრობთ, რომ ელისაშვილს ძალუძს ამის ხორცშესხმა?

- ელისაშვილი არის კანდიდატი, რომელიც არცერთ მის ზემოთ მდგომზე დამოკიდებული არ არის. პირიქით, ის ქვემოდან ადამიანებზე ორიენტირებული პიროვნებაა, რომელიც მოსმენისთვის გახსნილია. იცით, რომ ახლაც კი არ არის დაინტერესბული, რომ ინვესტორები მოიძიოს, თავისივე წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად. რადგან თვითონვე ამბობს, რომ თითოეულ ჩადებულ ათას დოლარზე მერე არაერთ ათასდოლარიან სამშენებლო ნებართვას და .. მოსთოვენ. მას ეს ძალიან დიდი პლუსი აქვს, რომ იყოს დამოუკიდებელი კანდიდატი.

ასევე ელისაშვილს ძალუძს შემოიკრიბოს ოპტიმალურად განათლებული და კარგი გუნდი, რომელიც შემდეგ რეალურად შეძლებს, რომ ქალაქზე იზრუნოს. ეს მისთვის უმძიმესი ჯვარი იქნება, რის გამოც ჩვენ მას უფრო ვუსამძიმრებთ და მისი თავდადებით აღფრთოვანებული ვართ; რადგან დღევანდელი თბილისის მერობა უმძიმესი ჯვარია, რომელიც პატიოსანმა ადამიანმა უნდა ატაროს; რადგან ამდენი შეცდომის გამოსწორება ძალიან ძნელი იქნება.

ასევე არ მინდა მოსახლეობამ იფოქროს, რომ თუ ელისაშვილის მერად აირჩევენ, მარტო მან უნდა გადაწყვიტოს ყველა ეს პრობლემა. ამისთვის მაქსიმალური ჩართულობა უნდა იყოს ჩვეულებრივი მოსახლეობის, პროფესიონალების მხრიდან და ქალაქის მერი სულ დიალოგის რეჟიმში უნდა გვყავდეს. კალაძე თუ იქნება, ეს კარი უბრალოდ დაკეტილი იქნება, ის არ მოისმენს; ხოლო ალეკო ელისაშვილი ამ ყველაფერს მოისმენს, რაც მისი ძალიან დიდი პლუსია.         

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია