მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სახალხო დამცველი: კერძო სკოლებში ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტებზე არსებული რეაგირების მექანიზმი არაეფექტურია - 18 აგვისტო 2017

ufleba.ge

სახალხო დამცველმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს კერძო სკოლებში ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტებზე არსებული მექანიზმის არაეფექტურობასთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართა.

2017 წლის 5 ივნისს, საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მომართა მოქალაქე  ..– თბილისის ერთერთ კერძო სკოლაში მისი არასრულწლოვანი შვილის მიმართ პედაგოგისა და დირექტორის მხრიდან განხორციელებული სავარაუდო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით.

აღნიშნული საკითხი შეისწავლა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმაავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმში იკვეთება, რომ ბავშვის მიმართ სავარაუდო ძალადობის შემთხვევის განხილვა არ განხორციელებულა დეტალურად და სიღრმისეულადამასთან, ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმში არ არის მითითებული დასტურდება თუ არა პედაგოგის ან დირექტორის მხრიდან ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტი და რა სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები უნდა გატარებულიყო მოცემულ შემთხვევაში, რაც კერძო სკოლებში ქმნის ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევებზე არასათანადო რეაგირების პრობლემას. გარდა ამისა, არ არის სათანადოდ შეფასებული რეაგირების მექანიზმი, ასევე, ის, თუ რა სახის პრევენციული ღონისძიებები გატარდა სკოლის მხრიდან აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის ბრძანების N167/მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებპირველი მუხლით განსაზღვრულია, რომ აღნიშნული ბრძანება ვრცელდება საჯარო სკოლებზე, ხოლო კერძო სკოლის მასწავლებელთა დისციპლინური გადაცდომის წესს განსაზღვრავს კერძო სკოლა. შესაბამისად, შინაგანაწესის გარდა არ არსებობს სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს კერძო სკოლაში დისციპლინური დევნის პროცედურებს.

მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა და მისი უფლებრივი მდგომარეობის დაცვის მიზნით, როგორც საჯარო, ასევე, კერძო სკოლებში არსებობდეს ბავშვის ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან დაცვის მაღალი სტანდარტი. შესაბამისად, აღნიშნული რეკომენდაციის თანახმად, აუცილებელია განისაზღვროს კერძო სკოლებში ბავშვის უფლებადარღვევის ფაქტებზე რეაგირების ეფექტური მექანიზმი, სადაც კონკრეტულად იქნება გაწერილი მონიტორინგის ორგანოს ფუნქციები და პროცედურები ბავშვის მიმართ ძალადობის საკითხების მოკვლევის პროცესში; ასევე, გაიწეროს კერძო სკოლის პედაგოგთა და არასრულწლოვანთა დისციპლინური წარმოების წესი და პროცედურები, რაც უზრუნველყოფს კერძო სკოლებში ბავშვის უფლებადარღვევის ფაქტებზე სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატურ, პროპორციულ და სათანადო რეაგირებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.   

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია