მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ცესკო მერობის კანდიდატ ალეკო ელისაშვილის განცხადებას ემხაურება - 25 აგვისტო 2017

ufleba.ge

ცენტრალური აარჩევნო კომისია აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილის მიერ გავრცელებულ ნფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. ცესკო საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს მოუწოდებს „თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით საარჩევნო პროცესის დაზიანებისგან.

თბილისის მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა მცდარი ინფორმაცია კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურასთან დაკავშირებითკერძოდ, კანდიდატმა განაცხადა, რომ, თითქოს, ცესკომ მიიღოსრულიად უსინდისო გადაწყვეტილებადა მას დაუწესა არაგონივრული ვადა მხარდამჭერების ხელმოწერების შეგროვებისთვის.

აღნიშნულთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ 21 აგვისტოს ცესკომ დადგენილებით მიიღო პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია, რომლის ერთადერთი მიზანია, საარჩევნო სუბიექტებს გაუმარტივოს კანონის შესაბამისად მოქმედება.

რაც შეეხება მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებისა და საარჩევნო კომისიაში წარდგენის ბოლო ვადას, მას ადგენს არა ცესკო, არამედ უშუალოდ საარჩევნო კოდექსი. კოდექსის თანახმად კი, ხელმოწერების წარდგენის ბოლო ვადაა არჩევნებამდე არაუგვიანეს 50- დღე, ანუ 1 სექტემბერი. ცესკომ, ასევე ზუსტად კანონზე დაყრდობით განსაზღვრა საჭირო ხელმოწერების ოდენობა 1% (თბილისის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა - 958729, ხოლო მხარდამჭერთა ხელმოწერების მინიმალური ოდენობა - 9587).

შესაბამისად, მერობის კანდიდატის განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენ მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით საარჩევნო პროცესის დაზიანებისგან. ამავდროულად ჩვენი ვალია, არავის მივცეთ მცდარი განცხადებებით ცესკოს დისკრედიტაციის შესაძლებლობა“, - აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.

თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის განცხადება გამოაქვეყნა:

გულითადი თხოვნა ყველა ჩემს მხარდამჭერს! გუშინ ცესკომ სრულიად უსინდისო გადაწყვეტილება მიიღო და დამიწესა არაგონივრული ვადა მხარდამჭერების ხელმოწერების შეგროვებისთვის. ხელისუფლებას, როგორც ჩანს, ჰგონია, რომ ვერ შევძლებ 10 ათასი ხელმოწერის შეგროვებას. მოგმართავთ თითოეულ ჩემს მხარდამჭერს არ დაიზაროთ, მოდით ჩემს საარჩევნო შტაბში ხელმოწერების ბლანკისათვის. დამიდექით მხარში, რომ დავუმტკიცოთ ხელისუფლებას - რომ არ ვართ ცოტანი და შეგვიძლია შეუძლებელი შევძლოთ!!! ყველას დიდი მადლობა წინასწარ. ჩემი შტაბის მისამართია - ყოფილი საბურთალოს ქუჩა 45 (ამჟამად ცინცაძის ქუჩა)“.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია