მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ცესკო: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სამი ოქმი შედგა - 26 სექტემბერი 2017

ufleba.ge

№79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღეს აჭარის  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლის თამარ დიასამიძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  ოქმი შედგა.

ცესკოს ინფორმაციით, ოქმის შედგენის მიზეზი გახდა თამარ დიასამიძის მიერ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე /ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსმერების კანდიდატების წარდგენის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის ატვირთვა, სადაც ფიქსირდებოდა პარტიული ლოგო, დროშა და სხვა სიმბოლიკა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ცესკოს განცხადებით ორგანიზაციასამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამმიმართა, რის შემდეგაც ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ მოკვლევა განახორციელა.

მოკვლევის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც 2000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

დღესვე, №82 შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სოფ.სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებლის მარინა დარჩიძის  მიმართ 26 სექტემბერს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  ოქმი შედგა.

მარინა დარჩიძემ სკოლაში მოსწავლეებთან ერთად გადაიღო ფოტოსურათი, რა დროსაც საკლასო მერხებზე განთავსებული იყო პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსპარტიული დროშები. აღნიშნული ფოტო მარინა დარჩიძემ ფეისბუქზე განათავსა.

აღნიშნულთან დაკავშირებით შუახევის საოლქო კომისიას განცხადებით ორგანიზაციასაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“  მიმართა, რის შემდეგაც შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიამ მოკვლევა განახორციელა.

მოკვლევის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც 1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

21 სექტემბერს №39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ასპინძის გამგებლის ლევან ცაბაძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  ოქმი შედგა.

ოქმის შედგენის მიზეზი გახდა ლევან ცაბაძის მიერ წინასაარჩევნოდ თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენება, რაც საარჩევნო კოდექსის 49- მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას წარმოადგენს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ცესკოს განცხადებით ორგანიზაციამრავალეროვანმა საქართველომმიმართა, რის შემდეგაც ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიამ მოკვლევა განახორციელა.

მოკვლევის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც 2000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა“, - აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.  

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია