მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
შსს: შპს „ალფაზე“ ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული პირი კომპანიის დარაჯებმა ამოიცნეს - 28 სექტემბერი 2017

ufleba.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შპსალფაზეყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული პირი - 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი .., რომელიც სახალხო დამცველის მიერ მიმდინარე წლის 27 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში ფიგურირებს, კომპანიაალფასდარაჯებმა, რომლებიც შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ, ამოიცნეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 22 სექტემბერს სამი შეიარაღებული პირი, თანამზრახველთან ერთად, ყაჩაღურად თავს დაესხა თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე შპსალფას“. კომპანიის დარაჯებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, რა დროსაც თავდამსხმელებმა ერთ-ერთ მათგანს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანება მიაყენეს. მეორე დარაჯმა განგაშის ღილაკზე ხელის დაჭერა შეძლო, რის შემდეგაც თავდამსხმელები უფრო აგრესიულები გახდნენ. თავდამსხმელებსა და დარაჯებს შორის წინააღმდეგობა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადეს.

შსს- თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-6 განყოფილების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, სამივე პირი - 1962 წელს დაბადებული .., 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი .. და 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი .. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მათი თანამზრახველის დაკავების მიზნით მიმდინარეობს სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.

პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დაკავებულებმა მათ მიერ მიმდინარე წლის 15 სექტემბერს თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, შპსკენტავრისდაყაჩაღების ფაქტიც აღიარეს. ერთ-ერთი დაკავებულის - ..- ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებულია შპსკენტავრისდაყაჩაღებისას წაღებული რამდენიმე ავტონაწილი.

2017 წლის 24 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე დაკავებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

შსს- დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებამდე, სამივე დაკავებულს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო შემოწმება. ბრალდებულ ..- სხეულზე, გარეგნული დათვალიერებით, დაზიანებები აღენიშნებოდა. დაკავებულის განმარტებით, დაზიანებები დაკავების დროს, წაქცევის შედეგად მიიღო. მან, ასევე, წერილობით დააფიქსირა, რომ პოლიციის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და უარი განაცხადა ფოტოგადაღებაზე. აღნიშნულის თაობაზე შსს- დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტმა აცნობა შსს- გენერალურ ინსპექციას და ქალაქ თბილისის პროკურატურას“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ამავე თემაზე იხილეთ ბმულები: 

http://ufleba.ge/index.php?do=fullmod/news&id=2219

http://ufleba.ge/index.php?do=fullmod/news&id=2218

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია