მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სახალხო დამცველი: სკოლამდელი აღზრდის ხელმისაწვდომობა ბავშვის ერთ–ერთ ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს - 01 ოქტომბერი 2017

ufleba.ge

სახალხო დამცველი მოუწოდებს პასუხისმგებელ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებს, დაუყოვნებლივ გატარდეს ჯეროვანი ღონისძიებები თბილისის სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების, სკოლამდელი აღზრდის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, სააღმზრდელო პერსონალის რაოდენობის გაზრდის მიზნით.

2017 წლის 26-27 სექტემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები  შეამოწმეს და დაადგინეს, რომ განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს სააღმზრდელო ჯგუფებში ბავშვთა გადატვირთული რაოდენობა, სააღმზრდელო პერსონალის (აღმზრდელპედაგოგების) სიმცირე, ჯგუფებში საძინებლების არასაკმარისი რაოდენობა და სხვა.

რიგ სააღმზრდელო ჯგუფებში ბავშვების რაოდენობა მკვეთრად აჭარბებს შესაბამის სტანდარტს და შეიძლება 60–65 აღწევდეს, ბაგის ასაკის ჯგუფებში არასაკმარისია საწოლების რაოდენობა. ამ პრობლემის გამო, გარკვეულ შემთხვევებში მშობლებს ადრე გაჰყავთ ბავშვები ბაღიდან ან აცხადებენ თანხმობას, რამდენიმე ბავშვმა ერთ საწოლში დაიძინოს.

საბავშვო ბაღების წარმომადგენლებთან გასაუბრების შედეგად გამოიკვეთა, რომ არ არსებობს სისტემური მიდგომა აღნიშნული პრობლემის გადაჭრის მიზნით. აღმზრდელებისა და დირექტორების უმრავლესობის განცხადებით, პრობლემის მოგვარების ერთერთ გზად ჯგუფებში ბავშვების გამოუცხადებლობა შეიძლება იქნას განხილული.

აღსანიშნავია, რომ სკოლამდელი აღზრდის ხელმისაწვდომობა ბავშვის ერთერთ ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს და აღნიშნული უფლების ხარისხიანი განხორციელება უმნიშვნელოვანესია არასრულწლოვნის ფიზიკური უსაფრთხოების, ფსიქოემოციური მდგომარეობისა და განვითარებისთვის.

სახალხო დამცველმა ჯერ კიდევ 2016 წელს გაცემული რეკომენდაციით  მოითხოვა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის დროული ამოქმედება. კანონი ძალაში ნაწილობრივ შევიდა და იმ მუხლის ამოქმედება, რომელიც სააღმზრდელო ჯგუფებში ბავშვების ზღვრულ რაოდენობას (25–დან 30 ბავშვამდე) განსაზღვრავს, 2020 წლამდე  გადაიდო“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია