მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოწმის დაკითხვის ახალი წესის კვლევის შედეგებს წარმოადგენს - 02 ოქტომბერი 2017

მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვის უფლებამოსილების მხოლოდ ბრალდების მხარისთვის მინიჭებით ილახება მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპი

ufleba.ge

ხვალ, 3 ოქტომბერს, სასტუმროთბილისი მარიოტშიადამიანის უფლებათა ცენტრი მოწმის დაკითხვის ახალი წესის კვლევის პრეზენტაციას გამართავს. ცენტრმა დაასრულა ერთწლიანი პროექტი - „მოწმის დაკითხვის ახალი წესის კვლევა საქართველოში“. კვლევა ეხება 2016 წლის 20 თებერვალს ძალაში შესულ მოწმის დაკითხვის ახალი წესის პრაქტიკაში განხორციელების საკითხებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მკვლევარებმა გამოკითხვის გზით, სასარგებლო ინფორმაცია მიიღეს ადვოკატებისგან, პროკურორებისგან, მოსამართლეებისგან, კოალიციადამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვისწევრი არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტებისგან და სხვა აქტორებისგან, რომლებსაც აქვთ სისხლის სამართლის საქმეებზე მუშაობის გამოცდილება და ექსპერტიზა.

კვლევის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა საქართველოს სახალხო დამცველთან და იურიდიული დახმარების სამსახურთან. ორგანიზაციის წარმომადგენლები და მკვლევარები შეხვდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, რომელიც პროექტის მიმდინარეობისას ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით თვითონვე დაიკითხა მოწმედ სასამართლოში.

პროექტი ითვალისწინებდა უფასო იურიდიული დახმარების კომპონენტს. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები უშუალოდ ახლდნენ მოწმეებს სასამართლო პროცესებზე, მათ შორის - „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას

ადამიანის უფლებათა ცენტრმა შეისწავლა შემდეგი საკითხები: როგორ მოქმედებს ახალი წესი პრაქტიკაში; რამდენად დაცულია მოწმეთა უფლებები მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვისას; რამდენად დასაბუთებულია პროკურატურის შუამდგომლობა და სასამართლოს გადაწყვეტილება; რამდენად დაცულია შეჯიბრებითობის პრინციპი მოწმეთა დაკითხვისას; რამდენად უზრუნველყოფს მოწმის დაკითხვის მოქმედი წესი მოწმეთა უსაფრთხოებას; გაცნობიერებული აქვთ თუ არა მოწმეებს თავიანთი უფლებები და ..

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვის უფლებამოსილების მხოლოდ ბრალდების მხარისთვის მინიჭებით ილახება მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპი. კვლევამ, ასევე, გამოავლინა მოწმის დაკითხვის შესახებ პროკურატურის შუამდგომლობებისა და მოსამართლეთა განჩინებების დასაბუთებულობის პრობლემა.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა პროკურატურისა და სასამართლოს მიმართ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელთა ადვოკატირებას კოალიციადამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებასთანერთად განახორციელებს.

პროექტიმოწმის დაკითხვის ახალი წესის კვლევა საქართველოშიადამიანის უფლებათა ცენტრმა ფონდღია საზოგადოება - საქართველოსფინანსური მხარდაჭერით განახორციელა“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია