მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“: მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსი უნდა მიენიჭოს - 10 ოქტომბერი 2017

ufleba.ge

12 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლო დემირელის სკოლის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის საჩივარს განიხილავს. დაკავებულის ადვოკატები ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ. სასამართლო გადაწყვეტილებამდე მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების პროცესი შეჩერებულია.

26 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრმა მუსტაფა ემრე  ჩაბუქის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (amicus curiae) წარადგინა.

ორგანიზაციამ წარდგენილ დოკუმენტში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გაეროს 1951 წლის ლტოლვილთა კონვენცია და 1967 წლის დამატებითი ოქმით გათვალისწინებული სტანდარტები გაანალიზა. ამასთანავე, სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ანალიზსაც მოიცავს.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში ადამიანის უფლებათა ცენტრი აღნიშნავს, რომ  მუსტაფა ემრე ჩაბუქს უნდა მიენიჭოს ლტოლვილის სტატუსი. მისი ექსტრადირება თურქეთში საფრთხის შემცველია მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მზად არის, წარდგენილ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებასთან დაკავშირებით სასამართლოში განმარტებები გააკეთოს“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

 

 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE