მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სახალხო დამცველმა შრომით ურთიერთობებში ორსულობის ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა - 19 ოქტომბერი 2017

ufleba.ge

2 ოქტომბერს სახალხო დამცველმა შპსაი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიასორსულობის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის შესახებ მიმართა. საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამორსულობის გამო შვებულებით სარგებლობის შემდეგ განმცხადებელს მომსახურების ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ განმცხადებელსა და კომპანიას შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულება, რომელიც სამართლებრივი ურთიერთობის გაგრძელების ვალდებულებას არ წარმოშობს, თავისი არსით, შრომითსამართლებრივი ხელშეკრულება იყო, ვინაიდან განმცხადებლის მიერ შესრულებული სამუშაო კომპანიისთვის ფუნქციურად მნიშვნელოვანი იყო, აუცილებელი იყო მის მიერ სამუშაოს პირადად შესრულება, განმცხადებელი ექვემდებარებოდა დამსაქმებელს და ის სამუშაოს გარკვეული ფუნქციური წესების მიხედვით ასრულებდა. ასევე, ქონება, რომელიც აუცილებელი იყო სამუშაოს შესრულებისთვის, კომპანიის საკუთრებას წარმოადგენდა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა რეკომენდაციაში აღნიშნა, რომ შპსაი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიასმიერ შრომითი ურთიერთობის გაგრძელებაზე უარი განმცხადებლის ორსულობით იყო განპირობებული და მოპასუხეს მოუწოდა, აღმოფხვრას დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგი, მომავალში თავი შეიკავოს შრომით ურთიერთობებში ორსულობის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისგან და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

იხილეთ რეკომენდაციის ელექტრონული ვერსია

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE