მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გიორგი მარგველაშვილი: სამივე ბიულეტენში სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოვხაზე - ეს იყო ჩემი არჩევანი - 21 ოქტომბერი 2017

ufleba.ge

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და საკუთარი არჩევანი მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მეექვსე საარჩევნო უბანზე დილის ცხრა საათზე გააკეთა.

ქვეყნის პირველმა პირმა ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ დღეს კეთდება არჩევანი უფრო ჩართულ თვითმმართველობაზე, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობა მოუსმენს თავის მოქალაქეებს.

"დღეს მნიშვნელოვანი დღეა და ბევრი საკითხის ბედი წყდება. თვითმმართველობის არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს ჩვენი ყოველდღიური პრობლემები და საჭიროებები. დღეს ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს უკეთეს და უფრო ჩართულ თვითმმართველობაზე, სადაც ხალხს ექნება უფრო მეტი ხმა, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობა მოუსმენს მოქალაქეებს თავიანთ უბნებში, სოფლებში, ქალაქებში და აქედან გამომდინარე, შექმნის უკეთეს ყოფას და ყოველდღიურობას.

დღეს არჩეულმა დეპუტატებმა და მერებმა უნდა შეძლონ და ემსახურონ საზოგადოებას; უნდა შეძლონ და მოუსმინონ იმას, რაც უნდა ხალხს და რა გასაჭირიც არის ჩვენ ყოველდღიურ ყოფაში.

ჩემი ხმა და ის სამი ბიულეტენი, რომელიც მომცეს გამოვიყენე შემდეგნაირად - ამ სამივე ბიულეტენში სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოვხაზე - ეს იყო ჩემი არჩევანი", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ. 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE