მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ცესკო: 17:00 საათისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 36.71% (1 262 809) შეადგინა - 21 ოქტომბერი 2017

ufleba.ge

საარჩევნო ადმინისტრაციამ 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ წარადგინა ინფორმაცია. აღნიშნული დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 36.71% შეადგინა (1 262 809). ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში, კერძოდ - 53.4%, ხოლო ყველაზე დაბალი - შიდა ქართლში 31.5%. რაც შეეხება თბილისს, 17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 34.7%-ია.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ზემოაღნიშნული მონაცემები 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების აქტივობას შეადარა, - 2014 წელს 17:00 საათის მდგომარეობით აქტივობა 34.64% იყო.

საარჩევნო უბნების დახურვამდე რამდენიმე საათია დარჩენილი. შეგახსენებთ, რომ კენჭისყრის პროცესი დასრულდება 20:00 სთ-ზე. რის შემდეგაც, საუბნო საარჩევნო კომისიები დაიწყებენ ხმების დათვლის პროცედურებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ, ვინაიდან კენჭისყრის პროცესის დასრულებამდე სულ რამდენიმე საათი რჩება“, განაცხადა ანა მიქელაძემ

მან მედიას ასევე მიაწოდა ინფორმაცია მცირე პროცედურულ ხარვეზებზე:

- კერძოდ, მოთხოვნილია ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის #46-ე საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთის ხმების გაბათილება; გადასატან ყუთში 35 ხელმოწერა დაფიქსირდა, მათ შორის, იმ ამომრჩევლების, რომელთაც ხმა საარჩევნო უბანზეც მისცეს. საჩივარი უკვე შევიდა და კომისია შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ანალოგიური ფაქტი დაფიქსირდა წალენჯიხის #10 საარჩევნო უბანზეც და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები მოახდენენ რეაგირებას კანონმდებლობის შესაბამისად.

https://www.youtube.com/watch?v=Ai9oYc4hHmY

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია