მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“: მოსამართლემ ადვოკატზე ძალადობა ფაქტობრივად გაამართლა - 24 ოქტომბერი 2017

ufleba.ge

ადამიანის უფლებათა ცენტრი ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

თბილისის საქალქო სასამართლომ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემაზე ბრალდებულ ლაშა კვირკვაიას სასჯელის სახედ  მხოლაოდ 10 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა

სასამართლომ ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილების ყოფილი უფროსი დამნაშავედ მხოლოდ უფლებამოსილების გადამეტებაში ცნო და გაამართლა ძალადობის განხორციელების ნაწილში.

ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ლილი მსხილაძის გადაწყვეტილებით, რითაც მან ფაქტობრივად გაამართლა ადვოკატზე ძალადობა პოლიციის განყოფილებაში და პოლიციის თანამშრომლები ძალადობისკენ წაახალისა.

მოსამართლემ არ გაიზიარა გიორგი მდინარაძის ჩვენება, რომ ლაშა კვირკვაია პირადად მონაწილეობდა მის ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში, რაც ექსპერტიზით არის გამყარებული. საპირისპიროდ, მოსამართლემ გაიზიარა სასამართლო პროცესზე პოლიციის თანამშრომლების მიერ მიცემული არსებითად ცრუ ჩვენებები, რითაც ისინი ცდილობდნენ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან ეხსნათ ბრალდებული ლაშა კვირკვაია.

ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილების ყოფილი უფროსი, ლაშა კვირკვაია, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით,  2015 წლის ნოემბერში დააკავეს. 2015 წლის 29 დეკემბერს სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა. თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი განაჩენით, ბრალდებულს სასჯელად სწორედ ამ 10 000 ლარის გადახდა დაეკისრა“, - აღნიშნულია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებაში. 

 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE