მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სახალხო დამცველი კონფლიქტებით დაზარალებულთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს შეხვდა - 04 მაისი 2018

„უკანონო დაკავებები, გადაადგილების შეზღუდვა, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვა, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პრობლემებიდა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარება კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურობის ნაწილია“

ufleba.ge

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 2017 წლის საპარლამენტოანგარიშშიასახული კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების მდგომარეობა გააცნო და მათი მოსაზრებები დაშეფასებიმოისმინა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესსა და მის თანმდევ – თავისუფლების, პირადი ხელშეუხებლობის, საკუთრების უფლებისდარღვევებზე.

„სამწუხაროდ, უკანონო დაკავებები, გადაადგილების შეზღუდვა, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვა, ჯანდაცვისხელმისაწვდომობის პრობლემები და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარება კონფლიქტით დაზარალებულიმოსახლეობისყოველდღიურობის ნაწილია.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია გალის რაიონში შექმნილი მდგომარეობა, სადაც დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებისპოლიტიკისშედეგად მოსახლეობა დღითიდღე მეტად ექცევა იზოლაციაში და ეზღუდებათ საბაზისო საჭიროებები: განათლების დაჯანდაცვისხელმისაწვდომობა, მცირე ვაჭრობის და ამით შემოსავლის მოძიების შესაძლებლობა, ნათესაური კავშირების შენარჩუნება დააშ. ამყოველივეს ემატება აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ეკონომიკური ზარალი.

სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობას მიმართა რეკომენდაციით – იმსჯელოს და დაავალოს შესაბამის უწყებებსშეიმუშაონოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა სოციალური მდგომარეობის შეფასების და სოციალური დაცვის პროგრამა, რათაშესაძლებელი გახდეს მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების, მრავალშვილიანი ოჯახების, ხანდაზმულების, მარტოხელა მშობლების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და ა.შ. ფინანსური დახმარება.

წლებია ღიად დგას ომის დროს დაზიანებული სახლების რეაბილიტაციის საკითხი. სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელმიმართარეკომენდაციით ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქოთანასწორობისსახელმწიფო მინისტრის აპარატს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზერეაგირებისდროებითი სამთავრობო კომისიის ფარგლებში, მხარი დაუჭირონ გადაწყვეტილებას საქართველოს კონტროლირებადტერიტორიაზე, საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული სახლების რეაბილიტაციის ან/და მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთაობაზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ სამშვიდობო ინიციატივას„ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ და აპირებს ჩაერთოს სამთავრობო და საპარლამენტო განხილვებში საკუთარი მოსაზრებების დაშეთავაზებების დასაფიქსირებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია