მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულებს 10 წლით და 6 თვით და 9 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ - 02 ივნისი 2018

ufleba.ge

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი პირების ..- და ..- მიმართ ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

.. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109- მუხლის მე-2 ნაწილისქვეპუნქტით, დამამძიმებელ გარემოებაში  - წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ..- განზრახ მკვლელობაში, ხოლო, .. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109- მუხლის მე-2 ნაწილისქვეპუნქტით, დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ..- განზრახ მკვლელობის მცდელობაში

სასამართლომ  სასჯელის დანიშვნის სხდომაზე, არასრულწლოვან მსჯავრდებულ ..- სასჯელის სახედ და ზომად  თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით, ხოლო არასრულწლოვან მსჯავრდებულ ..- თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით განუსაზღვრა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი შემცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ მსჯავრდებულ ..- 10 წლისა და 6 თვის ვადით, ხოლო მსჯავრდებულ ..- 9 წლისა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

ბრალდების მხარე არ ეთანხმება აღნიშნულ განაჩენს როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის  ნაწილში და მას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს“, - აღნიშნულია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.  

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE