მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ირაკლი კობახიძე: მთავარი პროკურორის კანდიდატურები ფართო კონსულტაციების საფუძველზე შეირჩევიან - 04 ივნისი 2018

ufleba.ge

როდესაც კანონში არის გაწერილი ის, რომ ფართო საზოგადოებასთან, ექსპერტულ წრეებთან, არასამთავრობო სექტორთან და .. კონსულტაციების საფუძველზე შეირჩევა პროკურორის კანდიდატურა, ჩვენი მხრიდან ჩარევა იქნება პრინციპულად არასწორი - ეს იქნება კანონის სულისკვეთების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ მთავარი პროკურორის კანდიდატურასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, იუსტიციის მინისტრს მინიმუმ სამი კანდიდატის შესარჩევად ერთთვიანი ვადა აქვს.

ერთთვიანი ვადა აქვს იუსტიციის მინისტრს კანონით გათვალისწინებული იმისთვის, რომ შეირჩეს მინიმუმ სამი კანდიდატი და ეს კანდიდატები შეირჩევიან ფართო კონსულტაციების საფუძველზე და ეს კანონით არის გათვალისწინებული და ასევე, იგივე დააანონსა პრემიერ-მინისტრმა, რომ ფართო კონსულტაციები შედგება ამასთან დაკავშირებით, შეირჩევა სულ მცირე, სამი კანდიდატი, ამის შემდეგ გაგრძელდება პროცესი საპროკურორო საბჭოში, შემდეგ მთავრობა დაამტკიცებს კანდიდატურას და ამის შემდეგ უკვე ჩაერთვება პროცესში პარლამენტი. ამ ეტაპზე, როდესაც კანონში არის გაწერილი ის, რომ ფართო საზოგადოებასთან, ექსპერტულ წრეებთან, არასამთავრობო სექტორთან და ასე შემდეგ, კონსულტაციების საფუძველზე შეირჩევა პროკურორის კანდიდატურა, ჩვენი მხრიდან ჩარევა იქნება პრინციპულად არასწორი-ეს იქნება კანონის სულისკვეთების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„ჯერ დაველოდოთ პროცესს, რომელიც წარიმართება ამ ერთი თვის განმავლობაში, როდესაც იქნება წარმოდგენილი კონკრეტული კანდიდატურები, ამის შემდეგ შეგვეძლება ჩვენ ჩვენი პოზიციის დაფიქსირება ამ კანდიდატებთან დაკავშირებით. მანამდე არასწორი იქნება ჩვენი მხრიდან რაიმე პოზიციის დაფიქსირება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE