მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
შსს: რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე სულ 9 პირია დაკავებული - 11 ივნისი 2018

ufleba.ge

რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე დაკავებული პირების შესახებ შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე სულ 9 პირია დაკავებული.

რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული კანონდარღვევის 166-173- მუხლებით დაკავებულია ცხრა პირი. მათ შორის თბილისის საკრებულოს წევრერბი "ნაციონალური მოძრაობიდან" ირაკლი ნადირაძე და ლევან ხაბეიშვილი. აღნიშნულმა პირებმა დაარღვიეს წესრიგი, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდემცველებს.

"სამართალმდაცველებმა დააკავეს პარლამენტის წევრი ნიკანორ მელია, რომელიც ასევე არღვევდა წესრიგს. სამართალდამცველებმა აღკვეთეს ნიკანორ მელიას ქმედება, ნიკანორ მელია თავისუფალია.

"რუსთაველის გამზირზე დაკავებულია ყაზახეთის მოქალაქე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის ძებნილი პირი. პიროვნების ინდეტიფიცირებისას მოქალაქემ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, მას ცივი იარაღი დანა აღმოაჩნდა,"-განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE