მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მარნეულის ინციდენტში სავარაუდოდ, პარლამენტის დეპუტატიც არის გარეული - 13 ივნისი 2018

ufleba.ge

საქართველოს პარლამენტის წევის აზერ სულეიმანოვის ბრალდების შესახებ გამოტანილი იქნა დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126- მუხლის პირველი პრიმა ნაწილისქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც მარნეულის ინციდენტს გამოეხმაურა.

მე მინდოდა განცხადებების შემდეგ გამემახვილებინა ყურადღება მარნეულის ინციდენტზე, ძალიან მძიმე ინციდენტზე, თუმცა, ვამახვილებ ამ ფაქტზე ყურადღებას ახლა, მით უმეტეს, შემოსულია წერილი მთავრი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლისგან, ბატონი მამუკა ვასაძისგან, შემდეგი შინაარსის არის ეს წერილი, რაც შეეხება ინციდენტს ზოგადად ვიტყვი, რომ გარდა ადგილობრივი თანამდებობის პირებისა, სავარაუდოდ, ამ ინციდენტში იყო გარეული ასევე საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი წევრი.

შესაბამისად, შემოსულია მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის წერილი შემდეგი შინაარსის: „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მეორე ნაწილისა და პარლამენტის რეგლამენტის მე-20 მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე გაცნობებთ, რომ 2018 წლის 13 ივნისს 11 საათზე, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, პროკრატურის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მესამე ნაწილის „დ“ პუნქტით  მთავრი პროკურორისთვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე გამოტანილი იქნა დადგენილება საქართველოს პარლამენტის წევის აზერ სულეიმანოვის ბრალდების შესახებ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშუალის ჩადენისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

წყარო: meotkhe.ge

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE