მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სახალხო დამცველის განცხადება ბავშვის მიმართ სავარაუდო ძალადობისა და მკვლელობის შესახებ - 15 ივნისი 2018

მნიშვნელოვანია ეფექტიანი ღონისძიებების გატარება ქვეყანაში ბავშვთა მიმართ არსებული ძალადობრივი გარემოს შესაცვლელად

ufleba.ge 

სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს და შეშფოთებულია ბათუმში, 4 წლის ბავშვის სავარაუდო ცემასა და მკვლელობასთან დაკავშირებით. ნინო ლომჯარია მოუწოდებს ყველა სახელმწიფო უწყებას, დროულად გამოიკვლიონ აღნიშნული ფაქტი და მიიღონ შესაბამისი ზომები პასუხისმგებელი პირების გამოსავლენად. ამასთან, მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ეფექტიანი ღონისძიებების გატარება ქვეყანაში ბავშვთა მიმართ არსებული ძალადობრივი გარემოს შესაცვლელად.

საქართველოში არა ერთი წელია მწვავე პრობლემად რჩება ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევათა დროული გამოვლენა, ბავშვის დაცვა ძალადობისა და არასათანადო მოპყრობისგან და დახმარების ღონისძიებების ეფექტიანი განხორციელება.

სამწუხაროდ, ბავშვის მიმართ ძალადობრივ დამოკიდებულებას ადგილი აქვს  საზოგადოებაში, ოჯახში, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში. თუმცა, საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებთან ერთად, ბავშვის ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან დაცვის მაჩვენებელზე საგანგაშოდ აისახება სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების სისტემური ხარვეზები.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის წევრი სახელმწიფოები (მათ შორის საქართველოც) ვალდებული არიან დაიცვან ბავშვი ნებისმიერ სახის ძალადობისგან.

საქართველოს სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბავშვთა მიმართ ძალადობრივი გარემოს შეფასებასა და გამომწვევი ფაქტორების შესწავლასასევე, მოითხოვს სახელმწიფომ დროულად გაატაროს ღონისძიებები ბავშვთა სხეულებრივი დასჯის აკრძალვის შესახებ, თუმცა ეს საკითხი ჯერ კიდევ გადაუჭრელ და უმწვავეს პრობლემად რჩება.

2018 წლიდან საქართველოს სახალხო დამცველი გეგმავს კამპანიის დაწყებას, რათა  არასრულწლოვნებს შეეძლოთ ძალადობის შესახებ დაუბრკოლებლად და სრული კონფიდენციალურობის დაცვით მიმართონ შესაბამის ორგანოს და მოითხოვონ მათი უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვა.

ბავშვებს დღესაც შეუძლიათ ნებისმიერ დროსა და ანონიმურობის სრული გარანტიით ცხელი ხაზის მეშვეობით მომართონ სახალხო დამცველის აპარატს ცხელი ხაზის ნომერზე - 1481“ - აღნიშნულია განცხადებაში.  

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია