მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ბესო ქათამაძე: დამიბარეს და დამესხნენ თავს, თავში რაღაც ჩამარტყეს - 15 ივნისი 2018

ოზურგეთის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ამავე საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრებმა სცემეს

ufleba.ge

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ოზურგეთის საკრებულოსნაციონალური მოძრაობისწევრს ბესო ქათამაძესქართული ოცნებისწევრებმა სცემეს.

როგორც ცნობილია, ქათამაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებების გამოქართული ოცნებისწევრებმა ფრაქციის ოფისში დაიბარეს და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ბესო ქათამაძემ, თავად განაცხადა, რომ მას 5 პირი ურტყამდა და თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს.

რაღაც საქმე ჰქონდათ, დამიბარეს და დამესხნენ თავს. „ქართული ოცნებისფრაქციის თავმჯდომარე, ფრაქციის წევრები, ჩამარტყეს თავში რაღაცა. 4-5 პირი იყო, გავითიშე ზუსტად არ მახსოვს. მიზეზიფეისბუქაქტიურობისა და ჩემი აქტიურობის გამო,"-განაცხადა ბესო ქათამაძემ.

ქათამაძე  „მედალფასრეანიმაციულ განყოფილებაში დაგაიყვანეს, მას თავზე რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა და ნაკერი დაადეს.

აღენიშნებოდა თხემის არეში სამი მცირე ზომის ჭრილობა. დაახლოებით ერთი სანტიმეტრი, სანტიმეტრ ნახევარი სიგრძის. ამ სამი ჭრილობიდან ერთი სისხლმდენი , ამიტომ დაედო სისხლმდენ ჭრილობაზე ერთი ნაკერი. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, პაციენტი კონტაქტურია“- განაცხადა შპსმედალფასოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა დავით მდინარაძემ.

თავად საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე და ფრაქციის წევრები მომხდარის შესახებ არ საუბრობენ. ისინი მხოლოდ იმას ამბობენ, რომ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია

ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.  

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE