მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„მიშა პეტრემღვდლიშვილი მაშინ დააკავეს, როცა ის სოფლის მიმდებარედ საქონელს აძოვებდა“ - 17 ივნისი 2018

ufleba.ge

„რუსთავი 2“-ის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან მორიგ გატაცებაზე ინფორმაციას ავრცელებს. შემთხვევა გორის რაიონის სოფელ ახალუბანიდან მოხდა. ადგილობრივები და ოჯახის წევრები ყვებიან, რომ 58 წლის მიშა პეტრემღვდლიშვილი მაშინ დააკავეს, როცა ის სოფლის მიმდებარედ საქონელს აძოვებდა.

გატაცებულთან ერთად ნახირში კიდევ 2 მწყემსი იყო წასული, მათ ოკუპანტები დროულად შენიშნეს და თავს გაქცევით უშველეს. ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. მიშა პეტრემღვდლიშვილი, სავარაუდოდ, კვლავ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებებითაა დაკავებული.

გორის მერის განცხადებით, ის უკვე ცხინვალშია გადაყვანილი და მომხდარზე ინფორმირებულია ყველა სტრუქტურა. 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE