მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
შსს-ს ხუთ თანამშრომელს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა - 19 ივნისი 2018

ufleba.ge

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული მიმართვის საფუძველზე, შსს- გენერალურმა ინსპექციამ პოლიციის 5 თანამშრომლის დისციპლინური გადაცდომის ფაქტი დაადგინა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა ნესტან ლონდარიძემ და ზაზა სარალიძემ, რომელიც არის დაზარალებული თბილისში 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი მკვლელობების საქმეზე, შსს- გენერალურ ინსპექციას მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილო დარბაზში განვითარებული მოვლენების თაობაზე.

2018 წლის 11 ივნისს ადმინისტრაციული წესით დაკავებული სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა, მოსამართლის მიერ გამოცხადებული შესვენებისას, სასამართლო დარბაზიდან გამოვიდა და ზაზა სარალიძესთან ერთად სასამართლოს სასადილოში ჩავიდა. სადილობისას მასთან საპატრულო ოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და დარბაზში ასვლა მოსთხოვეს. კუპრავამ პოლიციელებს უთხრა, რომ დაასრულებდა სადილობას და სასამართლოს სხდომის  განახლებამდე ავიდოდა დარბაზში. ამ დროს პოლიციელებმა მასზე ძალა გამოიყენეს და სასამართლოს დარბაზში ძალით აიყვანეს. მცირე შეხლა-შემოხლის გამო, სასამართლოს სასადილოს ინვენტარი დაიმტვრა.

შსს სამინისტროს გენერალურ  ინსპექციაში ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით, შსს- ხუთი მოსამსახურის მხრიდან  გამოიკვეთა  დისციპლინური გადაცდომის ფაქტი. მათ მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები. კერძოდ: სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობისა  და  სამსახურეობრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულებისათვის ოთხ მოსამსახურეს გამოეცხადა საყვედური, ხოლო ხელმძღვანელ პირს - სასტიკი საყვედური“, - აღნიშნულია ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებაში.    

 

 

 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE