მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„მაჩალიკაშვილის საქმე, ბოლო წლებში ერთ-ერთი პირველი ფაქტია, როდესაც ადამიანის გარდაცვალება უკავშირდება სახელმწიფოს მხრიდან ჩარევას“ - 20 ივნისი 2018

ufleba.ge

სახალხო დამცველი ხელისუფლებას მოუწოდებს, პანკისში სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის  საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს.

"ადამიანის უფლებების 2017 წლის ანგარიშში ჩვენ სპეციალური თავი მივუძღვენით თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებას სიცოცხლის უფლების ნაწილში, იმიტომ, რომ მის გარდაცვალებაში ფიგურირებს სახელმწიფო. ამიტომ ვფიქრობ, ნამდვილად ლეგიტიმურია მოთხოვნები, რასაც ოჯახი აყენებს. ასევე მიმაჩნია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა მაქსიმალურად უნდა მიაწოდონ როგორც ოჯახს და ადვოკატებს, ასევე საზოგადოებას და არასამთავრობო სექტორს ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა გამოძიება. მაქსიმალურად უნდა გაასაჯაროონ ინფორმაცია გამოძიების ირგვლივ, რადგან ნამდვილად, ბოლო წლებში ეს არის ერთ-ერთი პირველი ფაქტი, როდესაც ადამიანის გარდაცვალება უკავშირდება სახელმწიფოს მხრიდან ასე ვთქვათ, ჩარევას და ამაზე დროული რეაგირებაა საჭირო", - განაცხადა ლომჯარიამ.

წყარო: meotkhe.ge

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE