მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მიხეილ რამიშვილი: კონსტანტინე იაკობაშვილი მაინც ვერ ასცდება პასუხისმგებლობას - 21 ივნისი 2018

მეუფე იაკობის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი გადაიდო

ufleba.ge

8-თვიანი ლოდინის შემდეგ, საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ადვოკატ მიხეილ რამიშვილის სარჩელის განხილვა გაურკვეველი ვადით გადადო. ოფიციალურ მიზეზად, მოსამართლე ირაკლი კოპალიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება. უფლებადამცველი კი ვარაუდობს, რომ პროცესის გადადება მეუფე იაკობის მიმართ პასუხისმგებლობის არიდების მიზნით ხდება.

კონსტანტინე იაკობაშვილი მაინც ვერ ასცდება იმ პასუხისმგებლობას, რაც მასზეა დაკისრებული თავის ცილისწამებისთვის. რაც არ უნდა დრო გაწელონ და რაც არ უნდა მოიგონონ ზღაპრები. ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, რომ ეს არის მიზანმიმართული რაღაცა საფუძვლებით ეს გაწელონ დროში რაც შეუძლიათ მაგრამ ალბათ სხვა უფრო ჯანმრთელი მოსამართლე იქნება და მოვითხოვ, რომ დაეწეროს იმას,“-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ,რომ მიხეილ რამიშვილი ცილისწამებისა და ღირსების შელახვის გამო მეუფე იაკობს უჩივის და მისგან კომპენსაციას ითხოვს. საქმე ეხება პატრიარქის ქორეპისკოპოსის განცხადებას, რომელმაც დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გირგვლიანის საქმეში აგენტად დაასახელა.

ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE