მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ევროსასამართლო ძალიან კრიტიკულად შეაფასებს იმ უფლებადარღვევებს, რასაც ადგილი ჰქონდა აფგან მუხთარლის მიმართ“ - 21 ივნისი 2018

ufleba.ge

ევროსასამართლო გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე საქართველოს რვა კითხვას, აზერბაიჯანს კი 6 მწვავე კითხვას უგზავნის, - ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

მოპასუხე სახელმწიფოებმა უნდა განმარტონ, რამდენად იყო დაცული ჟურნალისტის მიმართ კონვენციით გარანტირებული უფლებები, პასუხები კი 31 ივლისამდე მოამზადონ. ევროსასამართლოს მიერ გამოგზავნილ შეკითხვებს დეტალურად დღეს ორგანიზაცია კონსტიტუციის 42- მუხლი გაასაჯაროვებს, რომლის ადვოკატებიც თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლისა და მისი მეუღლის ლეილა მუსტაფაევას ინტერესებს ევროსასამართლოში იცავენ.

„ეს მიუთითებს იმაზე, რომ ევროსასამართლო ძალიან კრიტიკულად შეაფასებს იმ უფლებადარღვევებს, რასაც ადგილი ჰქონდა აფგან მუხთარლის მიმართ,“-აცხადებს მუხთარლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია