მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პროკურატურამ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ უხარისხო სარემონტო სამუშაოების გამო სამ პირს ბრალდება წარუდგინა - 25 ივნისი 2018

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით, თითოეულისთვის 50 000 ლარის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

ufleba.ge

საქართველოს პროკურატურამ, მეტროსადგურვარკეთილშიგანხორციელებული უხარისხო სარემონტო სამუშაოების შესრულების საქმეზე, შს სამინისტროში  მიმდინარე გამოძიების ფარგლებში  გულგრილობის, უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამო, უხარისხო სამუშაოს შესრულების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაგამოყენების ფაქტზე  შპსგეომეფისაღმასრულებელ დირექტორსშპსყვარელრემმშენისმენეჯერს და შპსყვარელრემმშენისმთავარ ინჟინერს  ბრალდება წარუდგინა

გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის 13 ოქტომბერს, მეტროსადგურვარკეთილისსარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის მომზადების მიზნით, შპსთბილისის სატრანსპორტო კომპანიისმიერ, გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შპსგეომეფისაღმასრულებელმა დირექტორმა  ..- ტენდერში მისი კომპანიის მონაწილეობის მიღების  და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შპსთბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“  წარადგინა მის მიერვე გაყალბებული და სარემონტო სამუშაოების უხარისხო  პროექტი

აღნიშნული პროექტით გათვალისწინებული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისთვის, შპსთბილისის სატრანსპორტო კომპანიისმიერ 2016 წლის 28 სექტემბერს, გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში  შპს ,,ყვარელრემმშენმაგაიმარჯვა და მეტროსადგურვარკეთილისსარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება განახორციელა

სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების პროცესში, შპსგეომეფსწარმოეშვა ვალდებულება, შეემოწმებინა მეტროსადგურვარკეთილისქვედა ვესტიბიულში ჭერზე არსებული ანკერების მზიდუნარიანობა და გაეცა შესაბამისი საექსპერტო დასკვნა.

აღნიშნულის გამო, სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით შეჩერდა. 2017 წლის 19 აპრილს, ..- ყალბი კონსტრუქციული დასკვნა შეადგინა, რომელსაც პროექტის კონსტრუქტორის ნაცვლადთვითონ მოაწერა ხელი, შემდეგ კი აღნიშნული დასკვნა   „თბილისის სარტრანსპორტო კომპანიისსამშენებლო სამსახურში წარადგინა.

აღნიშნულის საფუძველზე, შპსყვარელრემმშენმა’’ განაახლა სამუშაოების შესრულებაშპსგეომეფისხელმძღვანელმა ..-, ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების მიუხედავადარაჯეროვნად შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა და არ გაუწია პროექტს სათანადო საავტორო ზედამხედველობა. მის მიერვე შედგა მომხმარებლის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამო სარემონტო-სარეაბილიტაციო დაგეგმარების პროექტი და ასევე კონსტრუქციული დასკვნა, სადაც არ იქნა გათვალისწინებული ჭერზე უარყოფითი ფაქტორებით გამოწვეული დამატებითი დატვირთვები - მატარებლის მოძრაობით, სავენტილაციო ჰაერის მიმოქცევით გამოწვეული ქარის წნევა და სხვა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ  შპსყვარელრემმშენისმენეჯერმა ..- არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა და არ აწარმოა შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი.

ამავდროულად ..- და შპსყვარელრემმშენისმთავარი ინჟინრის .- მონაწილეობით და პასუხისმგებლობით, მეტროსადგურვარკეთილში“, შეკიდული ჭერის მოწყობითი სამუშაოები შპს ,,ყვარელრემმშენისმიერ განხორციელდა პროექტის გარეშე და ამავედროს უხარისხოდ, რის გამოც, 2018 წლის 30 იანვარს, დილით, .თბილისში, მეტროსადგურვარკეთილის" ქვედა ვესტიბულში ჭერი ჩამოინგრა და  მეტროს ვესტიბიულში მყოფ 18 მოქალაქეს დაეცა, რომელთაგანაც ჯანმრთელობის დაზიანება 11 პირს მიადგა, ხოლო სახელმწიფომ მიიღო მატერიალური ზიანი.

..- ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362- მუხლის მე-2 ნაწილისქვეპუნქტით, (ორი ეპიზოდი) 2201- მუხლის მე-2 ნაწილითა და 251- მუხლის მე-2  ნაწილით, ..- 2201-  მუხლის მე-2 ნაწილით და 251- მუხლის მე-2 ნაწილით  ხოლო . .-  251- მუხლის მე-2 ნაწილით, (2201 -  გულგრილობა, ესე იგი ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავის სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი. 251 - უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამო, უხარისხო სამუშაოს შესრულება, რაც არ შეესაბამება მომხმარებლის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს, რამაც ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. 362 - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა.

საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით, თითოეულისთვის 50 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. ბრალდებულებისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთანავე, მოცემული სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილია სისხლის სამართლის საქმე, შპსთბილისის სატრანსპორტო კომპანიისთანამშრომელთა მხრიდან სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზესაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342- მუხლის პირველი ნაწილით“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ვარკეთილის მეტროსადგურის რემონტი, სადაც ჭერის ჩამონგრევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, 347 852 ლარი დაჯდა.

სადგურის განახლებაზე კომპანია „ყვარელრემმშენმა“ იმუშავა, რომელიც თბილისის მერიაში ელექტრონული ტენდერის გზით შეარჩიეს. კომპანიის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი და დირექტორი გიორგი ჯოხარიძეა. მეტრო ვარკეთილის სარემონტო სამუშაოები 2017 წლის სექტემბრის თვეში დაასრულა.

ყვარელრემმშენის მომსახურება სხვადასხვა დროს შესყიდული აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროა, ფინანსთა სამინისტროა, პროკურატურას, ჯანდაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, ეროვნული ბანკს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია