მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სექტემბრიდან 1-6 კლასების მოსწავლეები ახალი სახელმძღვანელოებით ისწავლიან - 04 ივლისი 2018

ufleba.ge

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალ სასწავლო წელს, 1-6 კლასების მოსწავლეები ახალი, გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოებით ისწავლიან და ამ მიმართულებით რაიმე შეფერხება არ არსებობს.

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გრიფირების პროცესი გაურკვეველი ვადით შეჩერდა, არ შეესაბამება სიმართლეს. ამ ეტაპზე, გრიფირების პროცესი ფაქტობრივად დასრულებულია, გამოცხადებულია ბეჭდვის ტენდერი და ამოცანა, რომ ახალი სასწავლო წლისთვის 1-6 კლასის მოსწავლეებს ახალი სახელმძღვანელოები ჰქონდეთ, კვლავ ძალაშია.

რაც შეეხებაინფორმაციული და საკომუნიკაციო  ტექნოლოგიებისმე-5 და მე-6 კლასების სახელმძღვანელოებს, ერთ-ერთი გამომცემლის მიერ დაფიქსირებული საპრეტენზიო განაცხადიდან გამომდინარე, ამ კონკრეტულ სახელმძღვანელოს განხილვის პროცესი შეჩერებულია ექსპერტიზის დასრულებამდე.

შესაბამისად, სამინისტრო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ახალი სასწავლო წლიდან 1-6 კლასის მოსწავლეები გრიფირებული სახელმძღვანელოებით ისწავლიან“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE