მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ „გამომძიებელ რეპორტიორს“ მხარდაჭერას უცხადებს - 10 ივლისი 2018

ufleba.ge

ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სსიპსაზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2018-2021 წლების პროგრამული პრიორიტეტების შესახებ პროექტს, კერძოდ - 3.2 პუნქტს, რომლის თანახმად, ჟურნალისტური გამოძიებაგამომძიებელი რეპორტიორიგადის გარე შესყიდვაზე და  ამის  საფუძვლად მითითებულია, რომ არ უნდა ხდებოდეს  ჟურნალისტური გამოძიების წარმოება მხოლოდ გახმაურებულ საქმეებზე.

გამომძიებელი რეპორტიორისწარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ზემოთაღნიშნული პრიორიტეტების ცვლილებას წინ უძღოდა ხორავას ქუჩაზე გახმაურებული მოვლენების შესახებ გადაღებული საგამოძიებო ფილმისისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან“, რომლის ეთერში გასვლას საზოგადოებრივი მაუწყებლისგან სხვადასხვა სახის წინააღმდეგობა შეხვდა. ამასთან, თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა უარყოფითად შეაფასა ფილმი, ეთერში მისი გაშვების საფუძვლად სახელმწიფო ინსტიტუციების ჩარევა დაასახელა და პარალელურად, ეთერში გაშვებამდე, თავად მიაწოდა სახელმწიფო ინსტიტუციებს  ფილმის შიდასამუშაო, დაუსრულებელი ვერსია.

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ სსიპსაზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2018-2021 წლების პროგრამული პრიორიტეტების შესახებ პროექტის შემუშავებამდე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიის მენეჯმენტს ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფისთვის არ წარუდგენიაგამომძიებელი რეპორტიორისმუშაობის ანალიზი, სადაც უნდა ასახულიყო გადაცემის რეიტინგი, .. უკუშედეგი, გამოხმაურებები, კონკრეტული შედეგები, თუ რა მიღწევები ჰქონდა ჯგუფს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

გამომძიებელი რეპორტიორიწლების განმავლობაში არის საზოგადოებრივი მაუწყებლის  ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემა. 2017 წელს ახალი მენეჯმენტის მიერ  ჩატარებული კვლევის შედეგებით, ამ გადაცემას ჰქონდა რეიტინგის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ჯგუფი დაჯილდოებულია არაერთი საერთაშორისო პრიზით, მათ შორის: 2015 წელს - ევროკავშირის პრიზით ჟურნალისტიკაში საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისთვის; 2016 წელს - ჯიპა-ფრიდმანის კონკურსის გამარჯვებული; 2015 წელს - ციხის საერთაშორისო რეფორმის კონკურსის გამარჯვებული; 2017 წელს - ევროკავშირის მხარდაჭერით გამართული კონკურსისსაუკეთესო სატელევიზიო გადაცემა მომხმარებელთა უფლებებზეგამარჯვებული.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში როცა არსებობს ასეთი წარმატებული პროექტი, რომელიც მაღალრეიტინგულ პროდუქტს აწარმოებს, ჟურნალისტური გამოძიების გარე შესყიდვაზე გატანა ბადებს ეჭვს, რომ ეს შესაძლოა, იყოს გამომძიებელი ჟურნალისტების საქმიანობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მხარდაჭერას უცხადებსგამომძიებელ რეპორტიორს“, როგორც თავისუფალ, ობიექტურ მედიაპროდუქტს და მოუწოდებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, არ შეზღუდოს ჟურნალისტური გამოძიების საქმიანობა და უზრუნველყოსგამომძიებელი რეპორტიორისთვისდამოუკიდებელი სამუშაო გარემოს შექმნა, რათა შეუფერხებლად შეძლოს ფუნქციონირება საზოგადოებრივი მაუწყებლის სივრცეში.

საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც თავისუფალი მედიის განმახორციელებელი ინსტიტუტი, ვალდებულია, დაიცვას როგორც მედიის, ასევე საზოგადოების ინტერესი. ამდენად, აუცილებელია, თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის სფეროში იყოს უზრუნველყოფილი ჟურნალისტური გამოძიების თავისუფლად ფუნქციონირება, რათა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა შეუფერხებლად გააგრძელონ საზოგადოებისათვის ობიექტური, სრულყოფილი, მიუკერძოებელი პროდუქტის მიწოდება“, - აღნიშნულია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებაში.

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია