მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სახალხო დამცველი: ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევების რაოდენობა საკმაოდ მაღალია - 11 ივლისი 2018

რეკომენდაცია ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარებისთვის სპეციალური სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ

ufleba.ge

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ რეკომენდაციით მიმართა მთავრობასქვეყანაში არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევათა პრევენციის, ბავშვთა დაცვისა და დროული დახმარებისთვის შემუშავდეს შესაბამისი სამოქმედო გეგმა და რეაბილიტაციის კონცეფცია.

სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად იკვლევს ბავშვთა ძალადობისგან დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებულ პრობლემებსა დასექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის შესახებევროპის საბჭოს კონვენციის ეროვნულ დონეზე განხორციელების საკითხებს.

შესწავლის შედეგად იკვეთება, რომ განსაკუთრებულ პრობლემად რჩება სექსუალური ძალადობის ფაქტებზე უწყებების მხრიდან დროული და ეფექტიანი რეაგირების გატარება; დროულად ვერ ხდება დაზარალებულ ბავშვთა გამოვლენა, ვერ ხორციელდება მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია და მათი საგანმანათლებლო და სოციალურ სივრცეში ჯეროვანი ინტეგრაცია.

სახელმწიფოს ამ დრომდე არ აქვს შემუშავებული კონკრეტული სამოქმედო გეგმა და რეაბილიტაციის კონცეფცია ბავშვების არასასურველი სექსუალური ხასიათის ქმედებებისგან დასაცავად. იკვეთება ასევე ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტების, განსაკუთრებით პედაგოგებისა და სოციალური მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროება სექსუალური ძალადობის ნიშნების და შემთხვევების დროულად გამოსავლენად.

ამ ფონზე, ქვეყანაში მაღალია ბავშვის სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების რიცხვი. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2016–2017 წლებშიბავშვთა მიმართ სექსუალური თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ 353 შემთხვევაზე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, ხოლო დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა 395 არასრულწლოვანს.

სექსუალური ძალადობის შემთხვევების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, საზოგადოებაში კვლავ დაბალია ინფორმაცია  ბავშვის ამ სახის ძალადობისაგან დაცვის მექანიზმების შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევების რაოდენობა საკმაოდ მაღალია, სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონებში დაზარალებულ ბავშვებთან მომუშავე ფსიქოლოგთა რიცხვი არაპროპორციულად მცირეა და საჭიროებებზე ნაკლებად არის ორიენტირებული. რეგიონული მასშტაბით, სააგენტოს წარმომადგენლობებს ჰყავს მხოლოდ ერთი ფსიქოლოგი, ხოლო ქვეყნის მასშტაბით - 11.

სახალხო დამცველის რეკომენდაციით, აუცილებელია პასუხისმგებელმა უწყებებმა დროულად შეიმუშაონ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისათვის რეაბილიტაციის კონცეფცია და  კონკრეტული სამოქმედო გეგმა, ბავშვთა სექსუალური ძალადობისგან დაცვის უზრუნველსაყოფად; ამასთან, სამოქმედო გეგმის ფარგლებში უნდა ჩამოყალიბდეს კონკრეტული მექანიზმები სექსუალური ძალადობის შედეგად დაზარალებულ არასრულწლოვანთა საგანმანათლებლო პროცესში ინტეგრაციის, მათი ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და სათანადო სერვისებზე დროული და ხარისხიანი ხელმისაწვდომობის  უზრუნველსაყოფად.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებისა და განსაკუთრებით ბავშვთა და მშობელთათვის ხელმისაწვდომ ფორმატში აქტიურად განხორციელდეს საინფორმაციო კამპანიები უფლებადაცვითი მექანიზმების შესახებ; სისტემურად უნდა მოხდეს ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალთა გადამზადება ძალადობის იდენტიფიცირების, ცნობიერების ამაღლების, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სფეროებში“, - აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.  

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია