მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სისხლში ტყვიის შემცველობაზე საქართველოში დიდი კვლევა ჩატარდება - 18 ივლისი 2018

ufleba.ge

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით, საქართველოში სექტემბრიდან დიდი კვლევა ჩატარდება. სემინარზე - „ბავშვებსა და მოზარდებში სისხლში ტყვიის შემცველობის შეფასება“ - მინისტრი ამბობს, ქვეყანაში ამ კუთხით საგანგაშო სიტუაცია არ არის, თუმცა, გასაანალიზებელია არსებული სურათი და დასაგეგმია შემდგომი ნაბიჯები.

საგანგაშო არ არის. საყურადღებო სურათია ქვეყანაში ტყვიასთან მიმართებაში. აუცილებელია გავაანალიზოთ, რაც გვაქვს, დავგეგმოთ რას ვაკეთებთ და შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღოთ. დღევანდელი შეხვედრა ეძღვნება ამ საკითხს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ჯერჯერობით დიდი კვლევა ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით არ ჩატარებულა.

სექტემბრიდან გაერო- ბავშვთა ფონდთან და იტალიის ჯანდაცვის ინსტიტუტთან ერთად ტარდება დიდი კვლევა ბავშვებში. ეს მოგვცემს, თუ რასთან გვაქვს საქმე ქვეყანაში. აქამდე ჩატარებული კვლევები მხოლოდ ცალკეულ ჯგუფებზე იყო, ხოლო მთლიანად ქვეყანაში რა ხდება და მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაცია წლის ბოლოს, ამ კვლევის შემდეგ გვექნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ცალკეულ ჯგუფებში ჩატარებული მცირე კვლევები გვიჩვენებს, რომ ზომიერი მატებაა 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, დაახლოებით 15%-დან 20%- ის ფარგლებში.

შეგახსენებთ, რომენ-დი-აის“ (აშშ- ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა ტორნტონი მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, რომ ორგანიზმში ტყვიის შემცველობის დასადგენად ანალიზი გაიკეთონ.

როგორც ტორნტონიფეისბუქზეწერს, მან და მისმა მეგობრებმა გაიკეთეს ანალიზი, რომლის შედეგად დადგინდა, რომ მის ორგანიზმში ტყვიის შემცველობა გაცილებით მეტია ამერიკის და ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე, ხოლო სხვების ანალიზებმა აჩვენეს, რომ ტყვიის შემცველობა მათ ორგანიზმში საშიშ დონეზეა.

მისი ვარაუდით, მათი ტყვიით მოწამვლის პრობლემა უხარისხო ბენზინის ბრალია, რომლის მსგავსსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა იყენებს.

„მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი და სხვები პირობას იძლევიან, რომ ამ პრობლემას მიხედავენ და ნორმალური ხარისხის საწვავზე გადასვლას აპირებენ. იმედი მაქვს, ეს სასწრაფოდ მოხდება, რადგან ეს ისეთი კრიზისია, რომელზე რეაგირებაც აქამდე იყო საჭირო და ყოველი დღე უფრო დიდი რისკის მატარებელია“, – წერს ლორა თორნტონი.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია