მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კამპანია „იცურე მშვიდად“ - მორიგი აქცია თბილისის ზღვაზე - „სიკვდილის ზონა 2“ - 02 აგვისტო 2018

ufleba.ge

კამპანიაიცურე მშვიდადმორიგ აქციას გამართავს თბილისის ზღვაზე, .. კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც წყალსაცავს მდინარე იორი უერთდება. კამპანიის მონაწილეები მოითხოვენ, თბილისის მერიამ უზრუნველყოს ამ ადგილის ექსპერტული შეფასება და გაატაროს მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის შესაბამისი ღონისძიებები.

მდინარე იორის შესართავი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადგილია თბილისის წყალსაცავზე, სადაც კუსტარული რეკრეაციული ზონაა მოწყობილი. ტერიტორიაზე არ არის დამონტაჟებული გამაფრთხილებელი აბრები და არც სპეციალური ბარიერებია მოწყობილიადამიანები არ არიან ინფორმირებული, რომ ამ ადგილას ბანაობა სახიფათოა.

მდინარე იორის შესართავთან არსებულ საფრთხეებზე საუბრობს სტუდიამონიტორისჟურნალისტური გამოძიებისსიკვდილის ზონა 2“. 

კამპანიაიცურე მშვიდად“ 16 ივლისს დაიწყო ანა დოლიძის, ადამიანის უფლებათა ცენტრის, CENN-ის და პროგრესის ცენტრის ინიციატივით. კამპანია გააერთიანებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და სამოქალაქო აქტივისტებს და მიმართული იქნება საქართველოში წყლის ობიექტებზე მოქალაქეთა სიკვდილიანობის წინააღმდეგ.

კამპანიის მიზანია ხელისუფლების პასუხისმგებლობის გაზრდა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ზაფხულის სეზონზე საქართველოში რამდენიმე ათეული ადამიანი იღუპება ზღვაში, ხელოვნურ წყალსაცავებში, ტბებსა და მდინარეებში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 1 მაისიდან 25 ივნისამდე ზღვასა და მდინარეებში 21 ადამიანი დაიხრჩო.

პრობლემას წარმოადგენს წყლის ობიექტებზე მოწყობილი კუსტარული რეკრეაციული ზონები, სადაც არ არის უზრუნველყოფილი მაშველების დახმარება და დაუცველია მოქალაქეთა უსაფრთხოება. განსაკუთრებული საფრთხის შემცველია ადგილები, სადაც ბანაობა აკრძალულია, მაგრამ სახელმწიფოს და კერძო კომპანიებს ტერიტორიები არა აქვთ დაცული კაპიტალური ბარიერებით და ხშირად ამ ტერიტორიებზე არც გამაფრთხილებელი აბრებია გაკრული.

კამპანიაიცურე მშვიდადმოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად გადადგას კონკრეტული ნაბიჯები საკანონმდებლო ბაზის დახვეწისა და წყლის ობიექტებზე მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია