მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მამუკა ბახტაძე: კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებით ახალი სამართლებრივი რეალობა შეიქმნა, რასაც ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლიანი რეაგირება სჭირდება - 10 აგვისტო 2018

ნარკომანიისგან მომდინარე ზიანის შემცირება ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი, სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა

ufleba.ge

საკონსტიტუციო სასამართლოს უკანასკნელი გადაწყვეტილების თანახმად, კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებით ქვეყანაში ახალი სამართლებრივი რეალობა შეიქმნა, რასაც აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლიანი რეაგირება სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ნარკომანიისგან მომდინარე ზიანის შემცირება ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი, სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა.

შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრს დაევალება, კოორდინაცია გაუწიოს საქართველოს მთავრობის მხრიდან გადასადგმელ ქმედით ნაბიჯებს, რათა სრულად იქნას დაცული უკლებლივ ყველა საზოგადოებრივი სიკეთე - ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით კი მოზარდების, ჯანმრთელობა, საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგი. ამასთანავე, იუსტიციის სამინისტროსთან არსებული ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში წარმოდგენილმა პროფილურმა სამინისტროებმა, მათ შორის საქართველოს პარლამენტის აქტიური ჩართულობით, შეიმუშაონ და დასამტკიცებლად წარმოადგინონ ნარკომანიის გავრცელების პრევენციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ნარკომანიის მძიმე სენით დაავადებულთა მკურნალობას და რეაბილიტაციის უზრუნველმყოფი ქმედითი პროგრამები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

ufleba.ge“ შეგახსენებთ, რომ  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოში მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული ჯარიმა გააუქმა და ის სრულიად ლეგალური გახადა.

2018 წლის 30 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქეების  ზურაბ ჯაფარიძის და ვახტანგ მეგრელიშვილის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №1282) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

მოსარჩელე მხარე დავობდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც აწესებდა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანის მოხმარებისათვის.

მოსარჩელეთა განმარტებით, მარიხუანის მოხმარება არ წარმოადგენს საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელ ქმედებას. კერძოდ, მას შეუძლია ზიანი მიაყენოს მხოლოდ მომხმარებლის ჯანმრთელობას, რომელიც თავადვე იქნება პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე. ისეთი ქმედებისათვის პასუხისმგებლობის დაწესებას, რომელიც მხოლოდ საკუთარი თავის დაზიანებისკენ არის მიმართული და არ იწვევს საზოგადოებისთვის საშიშ შედეგებს, არ გააჩნია ღირებული საჯარო ინტერესი.

მოპასუხე მხარე აღნიშნავდა, რომ სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზნებს წარმოადგენს როგორც ცალკე ინდივიდების, ასევე მთლიანი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მოპასუხის პოზიციით მარიხუანის მოხმარება არის ზიანის მომტანი ადამიანის ჯანმრთელობისთვის და აუცილებელია მოსახლეობის, განსაკუთრებით არასრულწლოვანთა დაცვა მარიხუანისგან მომდინარე ჯანმრთელობისთვის საზიანო შედეგებისგან.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარება, წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ ქმედებას. მარიხუანის მოხმარების აკრძალვა მისი ბრუნვის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებაა, და შესაბამისად ემსახურება მომხმარებლების ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმურ მიზანს. თუმცა, სასამართლოს მოსაზრებით ინდივიდუალური მომხმარებლის როლი მარიხუანას ბრუნვის ხელშეწყობაში არის ძალიან მცირე, შესაბამისად მცირეა მოხმარების ინდივიდუალური ფაქტიდან მომდინარე საფრთხეები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მარიხუანის მოხმარებისათვის პასუხისმგებლობის ბლანკეტურად დაწესება ლეგიტიმური მიზნის მიღწევის დაცვის არაპროპორციულ საშუალებას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მოთხოვნებს.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანას მოხმარებისათვის პასუხისმგებლობის დაწესება კონსტიტუციის შესაბამისია იმ შემთხვევებში, როდესაც მოხმარების კონკრეტული ფაქტი ქმნის საფრთხეებს მესამე პირებისთვის. მაგალითისთვის, სასამართლომ მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებულად მიიჩნია მაშინ, როდესაც აღნიშნულ ქმედებას ადგილი აქვს სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ..

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია