მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
წელს აივინფექციის 433 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - 21 აგვისტო 2018

სპეციალისტები საზოგადოებას ურჩევენ დროულად ჩაიტარონ ტესტირება, რომელიც უფასოა

ufleba.ge

შიდსით ინფიცირების საგანგაშო შედეგები - წელს აივინფექციის 433 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შიდსის შემთხვევები მატულობს არასრულწლოვნებშიც. საქართველოში სულ 106 აივინფიცირებული ბავშვია.

აივინფექციის ვირუსით ამ დორისთვის საქართველოში 7 ათას 195 ადამიანი მკურნალობს.

სპეციალისტების განმარტებით, საქართველოში შიდსის გავრცელების ყველაზე პოპულარული გზა სქესობრივი კავშირით ვირუსის გადაცემაა.

დაავადებათა კონტროლისა და შიდსის ცენტრი მოსახლეობას საგანგებო რეკომენდაციებით მიმართავენ. სპეციალისტები საზოგადოებას ურჩევენ, რომ არ დაელოდონ სიმპტომების გამოვლენას და დროულად ჩაიტარონ ტესტირება, რომელიც უფასოა.

შიდსი რეგისტრირებულია მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის 206 ქვეყანაში. ოფიციალური მონაცემებით, სადღეისოდ მსოფლიოში შიდსის ვირუსით ინფიცირებულია 20 მილიონამდე ადამიანი, მათგან 80% სქესობრივი გზით დაავადდა (აქედან 70% ჰეტეროსექსუალურ, ხოლო 10% ჰომოსექსუალურ კავშირებზე მოდის ). აივ-ით ინფიცირებულია მსოფლიოში აღრიცხულ ნარკომანთა 80%.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE