მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები ორივე ქვეყანაში შესვლას ელექტრონული პირადობის მოწმობებით შეძლებენ - 29 აგვისტო 2018

ანალოგიური მიდგომის გამოყენება სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც განიხილება

ufleba.ge

საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები ორივე ქვეყანაში შესვლას ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით შეძლებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს როგორც ტურიზმის განვითარებას, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტურიზმში მოვიძიოთ ახალი პოტენციალი და მოვახდინოთ საქართველოს გეოგრაფიული უპირატესობის უფრო სრულფასოვანი რეალიზაცია.

შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ჩვენს მეგობარ უკრაინასთან ორმხრივი ურთიერთობების საფუძველზე, პირადობის ელექტრონული მოწმობების მფლობელ მოქალაქეებს უფლება ექნებათ, იმოგზაურონ როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ ორმხრივი ურთიერთობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ.

ეს დაეხმარება როგორც ტურიზმის განვითარებას, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ანალოგიური მიდგომის გამოყენება სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც განიხილება.

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

https://www.youtube.com/watch?v=lrTUuXBfvYA

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია