მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
21 სექტემბრიდან თბილისში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ ვარკეთილამდე „ღამის ავტობუსი“ იმოძრავებს - 18 სექტემბერი 2018

 

საპილოტე მარშრუტზე „მანის“ მარკის ავტობუსები ერთსაათიანი ინტერვალით და სტანდარტული – 50-თეთრიანი ტარიფით იმოძრავებენ

ufleba.ge

21 სექტემბრიდან, ყოველ პარასკევსა და შაბათ ღამეს, 00:00-დან 06:00 საათამდე, მეტროსადგურახმეტელის თეატრიდან“ „ვარკეთილამდეავტობუსი იმოძრავებს. მარშრუტიღამის ეკონომიკისპროექტის ფარგლებში შემუშავდა.

საპილოტე პროექტის შესახებ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა.

ჩვენ ვამბობდით, რომღამის ეკონომიკისგანვითარების ფარგლებში,საჭირო და მნიშვნელოვანია, ღამის საათებში, კონკრეტულ ლოკაციებზე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იყოს შესაძლებელი. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია და 21 სექტემბრიდან, ყოველ პარასკევსა და შაბათ ღამეს, 00:00-დან 06:00 საათამდე,მეტროსადგურახმეტელის თეატრიდან“ „ვარკეთილამდეავტობუსი იმოძრავებს.

ჩვენთვისაც საინტერესოა, თუ როგორ განხორციელდება საპილოტე პროექტი. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მოსახერხებელი იქნება, როგორც ღამის ცხოვრების მოყვარული ახალგაზრდებისთვის, ისე ტურისტებისა და ღამით დასაქმებული მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ღამის ავტობუსისსაპილოტე პროექტი დაიგეგმა ისე, რომ დედაქალაქის უმეტესი ნაწილი მოიცვას და მგზავრები გასართობი და კულტურული აქტივობებით დატვირთულ ცენტრებთან დააკავშიროს.

ავტობუსი მოძრაობას მეტროსადგურახმეტელიდანდაიწყებს და პირველი გაჩერება დიდ დიღომში, სუპერმარკეტგუდვილთანექნება. შემდეგ გაივლის აღმაშენებლის ხეივანს, მარშალ გელოვანის გამზირს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და სააკაძის I გასასვლელთან გაჩერდება. შემდეგ, „ღამის ავტობუსივახუშტის ხიდს გადაკვეთს და მგზავრებს ვახუშტის ქუჩაზე და სტადიონდინამო არენასთანმიიყვანს, საიდანაც გზას აღმაშენებლის გამზირზე განაგრძობს და მეტროსადგურმარჯანიშვილისმიმდებარედ გაჩერდება.

შემდეგ, იგი გაივლის მარჯანიშვილისა და ჯავახიშვილის (ყოფ. ელბაქიძის დაღმართი) ქუჩებს და მგზავრებს ჯერ პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაუჩერებს, ხოლო შემდეგთავისუფლების მოედანსა და ბარათაშვილის ქუჩაზე – „კონკასთან“. ავტობუსი გადაკვეთს ბარათაშვილის ხიდს და მგზავრებს ევროპის მოედანზე მიიყვანს. იგი გზას გორგასალისა და გულუას ქუჩებისკენ განაგრძობს და აბანოებთან გაჩერდება. ორთაჭალის გავლის შემდგომ, ავტობუსს მორიგი გაჩერებები ექნება დოდაშვილის მოედანსა და მეტროისანთან“. ავტობუსი კახეთის გზატკეცილით ჯავახეთის ქუჩას დაუკავშირდება და მოძრაობას მეტროვარკეთილთანდაასრულებს.

ავტობუსი უკუმიმართულებითაც ანალოგიურ მარშრუტს გაივლისავტობუსს ექნება წარწერა – „ღამის ავტობუსი“.

საპილოტე მარშრუტზემანისმარკის ავტობუსები ერთსაათიანი ინტერვალით და სტანდარტული – 50-თეთრიანი ტარიფით იმოძრავებენ. ამასთანავე, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფიც იმოქმედებს.

თბილისის მერია ავტობუსის გაჩერებების შესახებაც ავრცელებს ინფორმაციას:

·         მეტროსადგურიახმეტელის თეატრი“;

·         ფარნავაზ მეფის გამზირი (ჰიპერმარკეტიგუდვილი“);

·         მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და გიორგი სააკაძის I გასასვლელის გადაკვეთა;

·         ვახუშტი ბაგრატიონისა და რაფაელ აგლაძის ქუჩების გადაკვეთა;

·         სტადიონიდინამო არენა“;

·         დავით აღმაშენებლის გამზირი #106;

·         პირველი რესპუბლიკის მოედანი;

·         მეტროსადგურითავისუფლების მოედანი“;

·         ნიკოლოზ ბარათაშვილის . „კონკა“;

·         ევროპის მოედანი;

·         ვახტანგ გორგასალის . #7 – აბანოებთან;

·         დოდაშვილის მოედანი;

·         მეტროსადგურიისანი“;

·         მეტროსადგურივარკეთილი“.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია