დანიელ ყულოშილი: შევეწირე ჰერეთში ქართული ტაძრების დაცვას, მოსახლეობის ინტერესების სააშკარაოზე გამოტანას და მათი უფლებების დაცვას!
ufleba.ge
კახის რაიონის (ჰერეთი-საინგილო) მკვიდრი დანიელ ყულოშვილი საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ლაგოდეხი-ბელაქნის მონაკვეთზე არ გადაუშვეს და უკან გამოაბრუნეს.
ამის შესახებ დანიელ ყულოშვილი „ფეისბუქზე“ წერს და შესაბამისი ორგანოებისგან თანადგომას ითხოვს:
- მოგესალმებით მეგობრებო. გთხოვთ გულისყურით წაიკითხოთ ჩემი პოსტი და თუ საჭიროდ ჩათვლით, გააზიაროთ.
21 სექტემბერს, ღამის 23:00 - 00:00 შუალედში აზერბაიჯანელმა მესაზღვრეება არ შემიშვეს ისტორიულ ჰერეთში!
რიგითმა მესაზღვრემ ნახევარსაათიანი ლოდინის შემდგომ განმიცხადა, რომ პრობლემა იყო, რის გამოც უკან უნდა დავბრუნებულიყავი საქართველოში.
ჩემი პროტესტის შემდეგ გადამიყვანეს მეთაურთან, რომელმაც განმიცხადა, რომ ბრძანება ბაქოდან მოდისო!
ჩემი ოჯახის უსაფრთხოების მიზნით, იმ დღესვე რეაგირებისგან თავი შევიკავე...
ჩემი არშეშვება ისტორიულ ჰერეთში პირდაპირი პროვოკაციაა აზერბაიჯანელი ჩინოვნიკების მხრიდან, რომლებიც ცდილობენ ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის დაძაბვას!
დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ერთეული ჩინოვნიკების და ორმაგი აგენტების ნახელავია!
მინდა მოგახსენოთ მეგობრებო, რომ ჩემი არშეშვების მიზეზი პოლიტიკურია და შევეწირე ჰერეთში ქართული ტაძრების დაცვას, მოსახლეობის ინტერესების სააშკარაოზე გამოტანას და მათი უფლებების დაცვას!
კარგად მოეხსენებოდათ ჩინოვნიკებს, რომ ჩემს არშეშვებას ჩემს კუთხეში, სადაც მე ჩემი სამშობლო საქართველოს სიყვარული ვისწავლე, უხმაუროდ არ დავტოვებდი!
დღეს გამოჩნდება ჩვენი ძალა, მეგობრებო. ეს პრობლემა ყველას გვეხება! დღეს მე არ შემიშვეს, ხვალ თქვენ არ შეგიშვებენ, ზეგ ტაძრებში შესვლას აკრძალავენ და ა.შ
მივმართავ საქართველოს მთავრობას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ადამიანთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებს, არამათავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებს, ამ ფაქტთან დაკავშირებით გაამახვილონ ყურადღება და მოახდინონ დროული რეაგირება. აზერბაიჯანის მთავრობა ჩააყენონ საქმის კურში იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ შიგნიდან ვიღაც შეგნებულად ცდილობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის არევას! მოსთხოვონ პასუხი და მიზეზის დასახელება ამ ფაქტან დაკავშირებით, თუ რატომ არ შეუძვეს საქართველოს მოქალაქე ისტორიულ ჰერეთში!
მე ჩემს მიწაზე არ შემიშვეს, იქ სადაც შევისწავლე სამი უმთავრესი ცნება, - ენა, მამული, სარწმუნოება!
მეგობრებო, მე ვარ ჰერელი საქართველოს დაკარგული კუთხის შვილი, რომელსაც თქვენი თანადგომა სჭირდება ამ მარაზმატულ ფაქტან დაკავშირებით. დანარჩენი თქვენთვის მომინდვია.
პატივისცემით ყულოშვილი დანიელი.