მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
შრომის ინსპექტირება და შრომის უსაფრთხოების კანონი ეკონომიკის ყველა სექტორზე გავრცელდება - 26 სექტემბერი 2018

ufleba.ge

შრომის უსაფრთხოების კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, შრომის ინსპექტირება და ზოგადად, შრომის უსაფრთხოების კანონი ეკონომიკის ყველა სექტორზე გავრცელდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ განაცხადა, რომელიც სასტუმრობილტმორშისაერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს.

მისი თქმით, შრომის კოდექსში ცვლილებების პროექტზე მუშაობა სხვადასხვა უწყებების ჩართულობით მიმდინარეობს.

არსებული კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ მხოლოდ ლიმიტირებულ სექტორებზე ვრცელდება. უკვე მიმდინარეობს მუშაობა პარლამენტში ჩვენი და სხვა სამინისტროების ჩართულობით შრომის უსაფრთხოების კანონში ახალ ცვლილებებზე. ამ ცვლილებების მიხედვით, შრომის ინსპექტირება და ზოგადად, შრომის უსაფრთხოების კანონი ეკონომიკის ყველა სექტორზე გავრცელდება. ეს არის ცვლილება, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ამავდროულად, ჩვენ ვმუშაობთ გარკვეულ ცვლილებებზე შრომის კოდექსში, სადაც დისკრიმინაციის ყველა ფორმა აიკრძალება არა მხოლოდ კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ, არამედ კონტრაქტის ხელმოწერამდეც“, – განაცხადა ბარკალაიამ.

შრომის უსაფრთხოებისა და ინსპექტირების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია სასტუმრობილტმორშიმიმდინარეობს.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE