მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მეუფე შიო - ეკლესია მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევას ელოდება - 09 ოქტომბერი 2018

ჩვენ დავინახეთ, რომ საჭიროა ამ საკითხზე უფრო მეტი კომუნიკაცია და საუბარი საზოგადოებასთან

ufleba.ge

ჩვენ ველოდებით, რომ მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტიდან გაწვეული იქნება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის თანამოსაყდრემ მეუფე შიომ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეკლესია საქართველოს პარლამენტს აღნიშნული კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს.

ჩვენ ველოდებით, რომ მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტიდან გაწვეული იქნება. ეკლესია საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, აღნიშნული კანონპროექტი გაიწვიოს“, – განაცხადა მეუფე შიომ.

პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა ორი თვით გადაიდოს, რასაც მმართველი გუნდის წევრი ზაზა გაბუნია მოახლოებულ არჩევნებს არ უკავშირებს.

მისივე თქმით, მაშინ, როდესაც მარიხუანას კულტივირების კანონპროექტის ინიცირება მოხდა, უკვე საარჩევნო პერიოდი იყო, შესაბამისად, არც გადადება უკავშირდება ამ გარემოებას.

არჩევნები რომ მოდიოდა, ამ კანონპროექტზე საუბრის დაწყების დროსაც ყველამ ვიცოდით. ასე რომ, არჩევნებს ან არჩევნების გამო გადავადებას ეს საკითხი არ უკავშირდება. ჩვენ დავინახეთ, რომ საჭიროა ამ საკითხზე უფრო მეტი კომუნიკაცია და საუბარი საზოგადოებასთან. ბუნებრივია, ჩვენ ამას გავაკეთებთ. ვგეგმავთ, რომ საზოგადოების ყველა აქტიურ, დაინტერესებულ წარმომადგენელთან, წრეებთან, სფეროს წარმომადგენლებთან გვქონდეს აქტიური კომუნიკაცია ამ საკითხზე“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია