მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გრიგორი კარასინი - რუსეთი საქართველოსთან უვიზო რეჟიმზე ფიქრობს - 10 ოქტომბერი 2018

ufleba.ge

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი პირველ არხთან საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოსთან უვიზო რეჟიმზე ფიქრობს.

მისი თქმით, რუსეთ-საქართველოს უვიზო რეჟიმის პერსპექტივა დამოკიდებულია ჩვენს ქვეყნებზე.

„პერსპექტივა დამოკიდებულია მხოლოდ ჩვენზე, ანუ საქართველოსა და რუსეთზე. თუ მოვაგვარებთ უსაფრთხოებასთან, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებულ საკითხებს, მაშინ ადრე თუ გვიან მივაღწევთ ძალიან გამარტივებულ რეჟიმს და შეიძლება უვიზო რეჟიმსაც კი. პოლიტიკური წინააღმდეგობა ამისათვის არ არსებობს. გვსურს რა თქმა უნდა, რომ ჩვენს ქვეყნებს სრულყოფილი დიპლომატიური ურთიერთობები ჰქონდეთ, მაგრამ თუ ეს არ გამოდის, მაშინ დაველოდოთ უფრო შესაფერის მომენტს. სავიზო საკითხზე ჩვენ ვფიქრობთ და ვმუშაობთ“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.

ჟენევაში, გაერო-ს ოფისში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 45-ე რაუნდი მიმდინარეობს.​ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა აცხადებს, რომ ჟენევაში გუშინ შეხვედრები გაიმართა თანათავმჯდომარეებთან ეუთო-დან, გაერო-დან, ევროკავშირიდან და აშშ-ს მონაწილეებთან.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE